როგორც კი ცენტრალური ხაზისგან განსხვავებულ რამეს იტყვი, არის თავდასხმა და ლანძღვა — ხვიჩია
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დისკუსიაზე საუბრისას ამბობს, რომ როგორც კი მოლაპარაკებების ცენტრალური ხაზისგან განსხვავებულ აზრს დააფიქსირებ, იწყება თავდასხმა და ლანძღვა. TV პირველთან საუბარში, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო, ოპოზიციაში, ფაქტობრივად აკრძალულია მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.
" ... ფაქტობრივად, როგორც კი რამე განსხვავებულს იტყვი ცენტრალური ხაზისგან, რომელიც შეიძლება წინასწარ შეთანხმებულია, არის უაზრო თავდასხმა, ლაპარაკის გარეშე, უბრალოდ ლანძღვა. როგორც მედიის, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან [...] ფაქტობრივად, ასეთი დამოკიდებულებით, ავკრძალეთ მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან რამეზე. გესმით? ავკრძალეთ, მათ შორის, მაგიდაზე რა დოკუმენტიც დევს იმაზე. აჩემებული აქვს ყველას — მარტო საარჩევო რეფორმაზე შედიხართ?! მაგ მაგიდაზე დევს პროპორციული არჩევნების კონტურებიც, რომელზეც ბოლო ორი წელია ვიბრძოდით. ჩემთვის რაც იყო ინტერესის საგანი. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ სადმე შევრბივართ, უბრალოდ, ლაპარაკი დავიწყოთ. ლაპარაკი მომავალზე და იმაზე, რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნება დაესწრო. პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ და საპარალამენტო მანდატებზე უარს თქმის შესახებ განცხადებას ხელს საჯაროდ მოაწერეს.
ადგილზე არ გამოჩენილან გირჩისა და მოქალაქეების ლიდერები. სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ისინი ჯერჯერობით ოფიციალურად უარს არ ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და ამბობენ, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა/არშესვლის შესახებ შეთანხმების შესაბამისად მიიღებენ.
გარდა ამისა, გირჩი და მოქალაქეები არის ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც შესაბამისი ბარიერის გადალახვის მიუხედავად, სახელმწიფოსგან პარტიულ დაფინანსებაზე უარი თქვეს.
გაიგეთ მეტი:
- როგორც კი 38 დეპუტატი იტყვის უარს მანდატზე, გირჩის მინიმუმ სამი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს — მეგრელიშვილი
- პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან — გერმანიის ელჩი
- ოპოზიციამ სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკო-ში ჩააბარა
- მოლოდინი მქონდა, რომ პარტიულ სიას ჩახსნიდნენ, თუმცა მოლაპარაკებების პროცესს ელოდებიან — ჯაფარიძე გირჩზე
- კანდელაკის თქმით, მანდატებზე უარის ართქმა იურიდიულად პარლამენტში შესვლის ტოლფასია
- გირჩში აცხადებენ, რომ თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, მანდატებზე უარს იტყვიან
-
-
გადახედვაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა პარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვა"კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე "კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე
-
გადახედვაშავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას შავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას
-
-
გადახედვა"თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები "თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვაცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას ცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა პარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა
-
გადახედვაFreedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა Freedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
კომენტარები