Netflix-ის ახალ, პოპულარულ სერიალში ნონა გაფრინდაშვილზე ილაპარაკეს
The Queen's Gambit ნეტფლიქსის ახალი პოპულარული მინისერიალია, რომელმაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სერიალის სიუჟეტი უოლტერ რევისის წიგნზეა დაფუძნებული და მხატვრულ პერსონაჟზე, ბეტ ჰარმონზე მოგვითხრობს, რომელიც გასული საუკუნის ამერიკის აღმოჩენად და უნიჭიერეს მოჭადრაკედ გვევლინება.
23 ოქტომბერს გამოსულ სერიალს უკვე საქართველოშიც ჰყავს მაყურებელთა არმია და მათთვის სეზონის ფინალური სერია განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მასში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ახსენეს. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ბეტ ჰარმონი კაც კონკურენტს ერკინება, კომენტატორი მის სქესს უსვამს ხაზს და დასძენს, რომ ის ერთადერთი გამორჩეული ქალი მოჭადრაკე არაა.
"ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა ის ერთადერთიც არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს".
ნონა გაფრინდაშვილი ქართველი გრანდმასტერია, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში იმარჯვებდა. სინამდვილეში, მას წარმატებული გამოსვლები აქვს ვაჟთა ტურნირებში 1963 წლიდან.
ჩვენ დავუკავშირდით ნონა გაფრინდაშვილსაც. მისი სიტყვებით, სერიალს არ უყურებს და არც სმენია, თუ ნეტფლიქსის პოპულარულ დრამაში მისი სახელი ახსენეს. ქართველი მოჭადრაკე ამბობს, რომ ასევე არ ახსენდება სხვა ფილმი ან სერიალი, რომელშიც მასზე საუბრობენ.
სიინგაპურელი მოჭადრაკე და ისტორიკოსი ოლიმპიუ ურკანი თავის ბლოგპოსტში წერს:
"ამ სერიალში რეფერენსი ერთადერთ რეალურ ქალ მოჭადრაკესთან გვხვდება და ეს ნონა გაფრინდაშვილია. ბოლო ეპიზოდში გვეუბნებიან, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შებრძოლებია კაც მოთამაშეს, რაც, ცხადია, სიმართლე არაა. მხატვრულია ამბავი თუ არა, საფრთხილოა ნამდვილ სახელებზე არასწორი ინფორმაციის მინიჭება. გაფრინდაშვილმა 1960-იან წლებში ბევრი იბრძოლა, რომ კაცების ტურნირებში ჩართულიყო".
ურკანი თავის სიტყვების დასამოწმებლად ტვიტერზე ფოტოსაც აქვეყნებს:
"ლაზიერის გამბიტის ერთ სცენაში ამბობენ, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. ამ დროს, მისი [გაფრინდაშვილის] მსგავსი პერსონაჟი ბეტ ჰარმონს აღფრთოვანებული უყურებს. რეალურ ცხოვრებაში, გაფრინდაშვილმა სხვა ქალები შთააგონა, რომ 1960-იანების კაცთა ტურნირებზე ეთამაშათ".
ამერიკულ სერიალში მთავარ როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, მისი რეჟისორი კი ცნობილი სცენარისტი სკოტ ფრენკია. მინისერიალის მეორე სეზონს არ უნდა ველოდოთ, რადგან მისი სიუჟეტი წიგნის ფინალთან ერთად დასრულდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები