Netflix-ის ახალი კომედია Don’t Look Up ვარსკვლავებით გაივსო
ადამ მაკკეის Netflix-ის კომედია Don’t Look Up ბოლოდროინდელ კინოისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავებით დახუნძლული პროექტი გახდა.
პროექტს უკვე კარგა ხანია, რაც ჯენიფერ ლოურენსი შეუერთდა, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ ფილმში მის გვერდით ისეთი ცნობილი მსახიობები გამოჩნდებიან, როგორებიც არიან: ლეონარდო დიკაპრიო, ქეით ბლანშეტი, ტიმოთი შალამე, არიანა გრანდე, მეთიუ პერი, ჯონა ჰილი, რობ მორგანი, ჰიმეშ პატელი, ქიდ ქადი და ტომერ სისლეი. ფილმის სცენარისტიც და რეჟისორიც თვითონ მაკკეი იქნება.
როგორც აქამდე უკვე გახდა ცნობილი, Don’t Look Up-ში ლოურენსი ასტრონომის როლს ასრულებს. ის თავის პარტნიორთან ერთად აღმოაჩენს, რომ დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც მას გაანადგურებს. მეცნიერები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ ხალხის გაფრთხილებას, თუმცა მოსახლეობას მათი ნათქვამი არც ადარდებს და მისი არც სჯერა.
"ძალიან მიხარია, რომ ჯენ ლოურენსთან ერთად ვიმუშავებ ამ ფილმზე. [ლოურენსი] ისაა, რასაც მე-17 საუკუნეში ხალხი 'დინამიტის აფეთქებას' უწოდებდა. ის ფაქტი კი, რომ Netflix-ისთვის ეს ფილმი მსოფლიო მასშტაბის კომედიაა, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის თამასას საკმაოდ მაღლა წევს და მოტივაციას გვძენს", — თქვა მაკკეიმ.
მაკკეისა და ლოურენსს ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში უნდა დაეწყოთ, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გეგმები შეცვალა. გადაღებების გადადებამ ვარსკვლავებით სავსე გუნდის შეკრების შესაძლებლობა გააჩინა, განსაკუთრებით კი ლეონარდო დიკაპრიოს შემომატებაში შეიტანა წვლილი. ოსკაროსანი მსახიობის სახელი Don’t Look Up-ის გარშემო თვეების განმავლობაში ტრიალებდა, თუმცა მის ჩართულობას დაკავებული განრიგი უშლიდა ხელს, მათ შორის მარტინ სკორსეზეს დრამა Killers of the Flower Moon.
ამ კვირაში Insider-თან ჩაწერილ ინტერვიუში მაკკეიმ თქვა, რომ Don’t Look Up მას ძალიან მოეწონა, რადგან ბოლოს დიკ ჩეინზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი Vice მძიმე ტვირთად დააწვა და კომედიაში დაბრუნება სურდა. მაკკეიმ კომედიურ ჟანრში მოღვაწეობა ისეთი ფილმებით დაიწყო, როგორებიცაა Anchorman და Talledega Nights: The Ballad of Ricky Bobby, თუმცა ის ამბობს, რომ მაყურებელი არ უნდა ელოდეს, რომ Don’t Look Up-იც ამ ფილმებივით შერეკილი იქნება.
"არ მგონია, რომ ეს Step Brothers-ისნაირი კომედია იქნება. მას უფრო რაღაც ისეთს შევადარებდი, რაც მაიკ ჯაჯის ნამუშევრებსა და Wag the Dog-ს შორისაა. მკაცრი და სახალისო სატირის გადაღება გვინდა", — თქვა მან.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაშსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
კომენტარები