NGO-ები: კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას გამოიწვევს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა მიმართულია არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის ან/და კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ, არამედ მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის დაკნინებისკენ:
"ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა, ხელისუფლების დანაწილება და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ჯეროვნად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განხორციელება".
კოალიციის განმარტებით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის:
- პლენუმის მიერ გადაწყვეტილების დროულად მიღებას. ცვლილებების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს მოსამართლეთა სრული შემადგენლობის 2/3 დაუჭერს, არასამთავრობოები კი განმარტავენ, რომ ამგვარი მაღალი კვორუმის დადგენა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ვენეციის კომისიის შეფასებებს და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სასამართლოს პარალიზებას.
- 4 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის უფლებამოსილებების ჯეროვან განხორციელებას. ცვლილებების თანახმად, კოლეგიის თითოეული მოსამართლე, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილი იქნება, მოითხოვოს საქმის პლენუმისადმი გადაცემა, რაც, NGO-ების აზრით, საფრთხეს უქმნის კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად მიღებას.
- კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას. ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება ორგანული კანონის კონსტიტუციურობას ადამიანის უფლებებთან მიმართებით, უნდა განიხილოს პლენუმმა ზემოხსნებული კვორუმის გათვალისწინებით. NGO-ები განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხებში მოიაზრება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავები, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ასევე სადავო ნორმის შეჩერების და მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოითხოვს სასამართლოს მხრიდან სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას.
- სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლებებს და ინტერესებს. არასამთავრობოები ამბობენ, რომ სასამართლოს წევრის 10-წლიანი ვადის ამოწურვისას, იგი ავტომატურად წყვეტს საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ წინა შემადგენლობის მიერ არსებითად განხილული საქმეები, საწყის ეტაპზე უნდა დაბრუნდეს, რაც საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სპეციფიკის გათვალისწინებით, სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. NGO-ების თქმით, ამან ასევე შეიძლება გადატვირთოს სასამართლო, რადგან ახლად დანიშნულ მოსამართლეებს ახალი სარჩელების პარალელურად მოუწევთ უკვე განხილული საქმეების ხელახალი განხილვაც.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები