აღდგომა იზოლაციაში და მსოფლიო ჩვეული ცხოვრების დაბრუნების მცდელობაში — 19 აპრილის შეჯამება
19 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 382 064;
- გარდაცვლილი — 165 636;
- გამოჯანმრთელებული — 615 668.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 394;
- გამოჯანმრთელებული — 93;
- გარდაცვლილი — 4;
- კარანტინის რეჟიმში — 5 094;
- სტაციონარში — 547;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი:
მაისში სტოკჰოლმმა შესაძლოა ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს — შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი
შვედეთის მთავარ ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი აცხადებს, რომ მაისში სტოკჰოლმმა შესაძლოა ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს. მისი თქმით, სტოკჰოლმში უკვე იმდენ ადამიანს აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ დაავადების გავრცელება ნელდება.
"ჩვენ ისევ იმ დონეზე ვართ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. აღდგომის კვირამდე იყო ერთგვარი პიკი, ახლა კი ერთგვარი დაღმასვლა გვაქვს", — განაცხადა ტეგნელმა.
დღის ფოტო: პენიტენციურ დაწესებულებებში იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი მიიტანეს
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
ევროპის ყველა ქვეყანაში, რუსეთის მონაცემების გამოკლებით, კორონავირუსით ჯამში 100 316 ადამიანია დაღუპული.
პანდემიის მსხვერპლთა რიცხვით ევროპაში პირველ ადგილზე იტალიაა, სადაც ვირუსით 23 227 ადამიანია გარდაცვლილი, შემდეგ მოდის ესპანეთი 20 453 დაღუპულით და საფრანგეთი, სადაც 19 323 ადამიანია გარდაცვლილი.
რა ხდება მსოფლიოში
- მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა;
- რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში 1 დღეში კორონავირუსის 6060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
- უკრაინაში კორონავირუსით 1 000-ზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა;
- აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა;
- ჩეხეთში 20 აპრილიდან მკაცრი კარანტინის ზომების შერბილება დაიწყება;
- დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარაბა;
- თურქეთის მთავრობა მაისის ბოლოდან ტურისტების მიღებას აპირებს.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
ბასილ კობახიძე: არ აღდგა მკვდრეთით ქრისტე წელს, ქრისტე ჯვარზე დაკიდებული დარჩა
ყოფილმა მღვდელმა, ბასილ კობახიძემ განაცხადა, რომ წელს აღდგომა არ ყოფილა. მისი თქმით, ქრისტე ჯვარზე იქნება დაკიდებული ქრისტე სანამ კორონა იქნება.
"არ აღდგა მკვდრეთით ქრისტე წელს. არ ყოფილა წელს აღდგომა. არც მისი ჯვრიდან გარდმოხსნა და საფლავად დადება ყოფილა. ქრისტე ჯვარზე დაკიდებული დარჩა. ქრისტიანობა ჯადოქრობა არაა, ამიტომ რა შელოცვებიც არ უნდა იბუტბუტოს პატრიარქმა და რა რიტუალებიც არ უნდა ჩაატაროს შალვა კეკელიამ ქრისტეს ვერაფერს აიძულებენ. ის ჯვარზე დაკიდებული დარჩა, იმიტომ რომ ეგეთია, ეგეთს ვიცნობთ სახარებიდან", — განაცხადა კობახიძემ.
რა ხდება საქართველოში
19 აპრილის მთავარი თემა სააღდგომო ლიტურგიისა და პატრიარქის ეპისტოლის შეფასება იყო. მიუხედავად რამდენიმეკვირიანი განხილვებისა, პანდემიის პირობებში ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლათან ერთად ჩატარდა.
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი მოსახლეობას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოჩენის გამო მადლობას უხდიდნენ. გიორგი გახარიას თქმით, "გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო".
თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რა როლი ითამაშა განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა 1 კვირის შემდეგ დავინახავთ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კი ფიქრობს, რომ ის პირები, ვინც მოწოდებების მიუხედავად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ, თუ თვითიზოლაციაში იქნებიან, საფრთხეს ნულამდე დაიყვანენ.
მრევლის ქცევასთან ერთად, განხილვის თემა იყო სააღდგომო ეპისტოლე. პატრიარქის სიბრძნით აღფრთოვენებას ვერ მალავდნენ სასულიერო პირები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები. მეუფე ნიკოლოზი ზიარების არსის პატრიარქისეულმა ახსნამ მოხიბლა. უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძისთვის ეპისტოლე იმდენად განსაკუთრებული იყო, მისი თქმით, ის როგორც სახარება, ყველა ქრისტიანმა ბევრჯერ უნდა წაიკითხოს.
მართლმადიდებლური თეოლოგიისგან დაცლილად შეაფასა ეპისტოლე რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ვერძენიშვილმა. მისი თქმით, იქ არცერთი თანამედროვე აზრი არ იყო და "სულ რომ არ გაკოტრებულიყო ილია მეორე, მთავრობას მადლობები უხადა".
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- რა როლი ითამაშა განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა 1 კვირის, 10 დღის შემდეგ დავინახავთ — ამირან გამყრელიძე;
- ვინც ეკლესიაში მივიდნენ, თუ თვითიზოლაციაში გაჩერდებიან, საფრთხეს ნულამდე დაიყვანენ — თენგიზ ცერცვაძე;
- კორონავირუსის გავრცელების პირობებში უცხოეთიდან საქართველოში 6 747 მოქალაქე დარბრუნდა;
- ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 230 პირი დააჯარიმეს;
- კორონავურისის კრიზისი საზღვრებზე თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის — ჯეიმს აპატურაი;
- აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა — ლალი დარახველიძე;
- მუსლიმ სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილების ნება არ მისცეს, ამიტომ პროდუქტი სახედრის დახმარებით დაარიგეს;
- სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოჩენის გამო მადლობას უხდის;
- გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო — გიორგი გახარია;
- განსაკუთრებული იყო, როგორც სახარება, ბევრჯერ უნდა წაიკითხოს ყველა ქრისტიანმა — დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის ეპისტოლეზე;
- სულ რომ არ გაკოტრებულიყო ილია მეორე, მთავრობას მადლობები უხადა — დავით ბერძენიშვილი ეპისტოლეზე;
- ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგის, როგორიც ტაძარშია — მეუფე ნიკოლოზი კანონდარღვევით ჩატარებულ ლიტურგიაზე;
- სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსს სთხოვს;
- მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო;
- თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შუახნის ქალი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
99 წლის ბრიტანელმა ომის ვეტერანმა $15 მილიონი შეაგროვა კორონავირუსთან საბრძოლველად
ტომ მური, იგივე კაპიტანი ტომი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, რომელმაც შეძლო და ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად 15 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.
ამ ყოფილ სამხედროს თვის ბოლოს 100 წელი უსრულდება, ჰოდა, ამ ფაქტის აღსანიშნავად გადაწყვიტა, საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხა შეეგროვებინა: თავად საკუთარი თავი ეზოში დამოუკიდებლად სეირნობაში გამოიწვია და თუ ამ დავალებას წარმატებით გაართმევდა თავს და დაამტკიცებდა, რომ თავს კვლავ მხნედ გრძნობს, მაშინ სურვილის შემთხვევაში სხვებს საქველმოქმედო ფონდში თანხა უნდა გადაერიცხათ.
ტომ მურის მიზანი იყო, რომ თავის დაბადების დღეზე ამ წამოწყებით 1000 გირვანქა სტერლინგი შეეგროვებინა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მისმა წამოწყებამ გაცილებით მეტ ადამიანს უბიძგა ქველმოქმედებისკენ: ჯამში სულ 12.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი (15.8 მილიონი დოლარი) შეგროვდა.
როგორც აღმოჩნდა, შემოწირულობა 648 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. მათ მიერ შეგროვებული თანხა კი მთლიანად დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოების, მათი თანამშრომლებისა და პაციენტების დახმარებას მოხმარდება.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- მე-4 გარდაცვლილი და სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს — 18 აპრილის შეჯამება
- 17 აპრილის შეჯამება: სასულიერო პირები მანქანითა და პირბადის გარეშე, მრევლი — პირიქით
- მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
- მთავრობასთან შეთანხმებული სააღდგომო წირვა და 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — 15 აპრილის შეჯამება
- ინფიცირებული სასულიერო პირი და გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 14 აპრილის შეჯამება
- მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინი და მოახლოებული აღდგომა — 13 აპრილის შეჯამება
- რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები