მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინი და მოახლოებული აღდგომა — 13 აპრილის შეჯამება
13 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 904 566;
- გარდაცვლილი — 118 623;
- გამოჯანმრთელებული — 441 232.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 272;
- გამოჯანმრთელებული — 68;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 4 834;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 434;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრიეისის თქმით, მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეჩერება.
"საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება იქნება საჭირო გადაცემის სრულად აღმოფხვრისთვის", — განაცხადა ტედროსიმ.
დღის ფოტო
ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს პერსონალი კორონავირუსით გარდაცვლილი მედდის გამო ტირის
რა ხდება მსოფლიოში
- ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ხსნიან;
- კიევ-პეჩერის ლავრა კარანტინის გამო დაკეტეს;
- ბზობაზე მრევლის შეკრებისთვის უკრაინაში სასულიერო პირები დააჯარიმეს;
- უკრაინის შს მინისტრი მრევლის შეკრებაზე: უპასუხისმგელობას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან;
- 3 კვირის განმავლობაში მეორედ, ესპანეთში სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელია;
- ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით 574 ადამიანი გარდაიცვალა;
- ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 566 ადამიანი გარდაიცვალა;
- საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გახანგრძლივდა.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა
ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. პანდემიას შტატში სულ 10 056 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორი აცხადებს, ვირუსის გავრცელების კონტროლი შეუძლიათ და ყველაზე ცუდი ჩავლილია, თუ ჭკვიანურად მოქმედებას გააგრძელებენ.
რა ხდება საქართველოში
საქართველოში დღის მთავარი თემა მოახლოებული აღდგომა და მთავრობასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა იყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას გეგმავს, ხელისუფლების მიმართ გაჩნდა მოთხოვნა, რომ გარკვევით თვქას, რას აპირებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.
ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილზე მიუთითებს.
მთავრობა და ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელები კი საპატრიარქოში აუდიენციას აგრძელებენ. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებაზე შეჯერდნენ მთავრობა და ეკლესია. თუმცა ცნობილია, რომ საპატრიარქოსთან მოლაპარაკებაში პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემირები, შინაგან საქმეთა და ჯანდავცვის მინისტრები და თბილისის მერი იყვნენ ჩართულნი.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში
- უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს საქართველოს მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის — IMF;
- სახლში ჯდომით რა, ვინმე გარანტიას გვაძლევს, რომ არაფერი არ იქნება? — მეუფე იაკობი;
- ეკლესიის კარები რა საკვირველია არ დაიკეტება — გია ვოლსკი;
- თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა — მარინა ეზუგბაია;
- ვერ წარმომიდგენია ეკლესია მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდება — მამუკა მდინარაძე;
- საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხაშურის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება;
- ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 104 პირი დააჯარიმეს;
- მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის გამბედავ და დროულ ნაბიჯებს დგამს — არჩილ თალაკვაძე;
- თუ რეკომენდაციები შესრულდება, სავარაუდოდ, მაისიდან შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება — თალაკვაძე;
- ირაკლი კობახიძე: ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაგვჭირდება;
- მთავრობაში რომ ვიყო, ხალხს მოვუწოდებდი იმ ადამიანებს მორიდებოდნენ, ვინც ეკლესიაში დადიან — ზურაბ ჯაფარიძე;
- ქართულმა ეკლესიამ კორონავირუსის გამოცდას ვერ გაუძლო — რომან გოცირიძე;
- ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დღის მთავარი ჰედლაინი
აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით — ექიმი ლევან ხარაშვილი
ექიმ ლევან ხარაშვილის თქმით, აღდგომის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად მოიმატებს.
"აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს", — წერს ხარაშვილი.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
ქუთაისში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან ტაშით გააცილეს
ქუთაისის ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა. ახალგაზრდა კაცს ტესტზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა და ის კორონა ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა.
პაციენტი სამედიცინო პერსონალმა ტაშით გააცილა.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
- 20 ათასი გარდაცვლილი აშშ-ში და 60 გამოჯანმრთელებული საქართველოში — 11 აპრილის შეჯამება;
- სრული კარანტინი ლენტეხში და 100 ათასი გარდაცვლილი მსოფლიოში — 10 აპრილის შეჯამება;
- ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება;
- დასრულებული კარანტინი ვირუსის ეპიცენტრ უხანში და 200-ზე მეტი ინფიცირებული საქართველოში — 8 აპრილის შეჯამება
- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კორონავირუსის პანდემიისას — 7 აპრილის შეჯამება
- 10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები