ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ კატასტროფის ცენტრს სწრაფი ტესტების გამოყენების უფლება აქვს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ კატასტროფის ცენტრმა სწრაფი ტესტების გამოყენებაზე აკრედიტაცია გაიარა. მისი თქმით, ეს იმ 4 კომპანიის ჩამონათვალშია, რომელსაც სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ტესტების შემოტანის უფლება მისცა.
კითხვაზე, ამ კომპანიაში ტესტის 150-ლარიანი ღირებულება დადგენილია თუ არა მთავრობის მიერ, მინისტრი პასუხობს, რომ ამ საკითხზე ჯერ კიდევ მუშაობენ და საბაზრო ღირებულება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებენ, როგორ მუშაობენ იმ კომპანიების ლაბორატორიები, ვისაც ტესტირების უფლება მიენიჭა. მისივე თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ტესტების გამოყენებას უკონტროლო და კომერციული ხასიათი არ ჰქონდეს.
"რა თქმა უნდა ძალიან მკაცრად განვსაზღვრავთ იმ პირობებს, რა ფასით და რა ჩვენებებით უნდა ხდებოდეს ტესტის გამოყენება, რადგან ყველა არასწორად გამოყენებულმა ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, დაბნეულობა, მცდარი კლინიკური დასკვნა და მიგვიყვანოს ცუდ კლინიკურ გამოსავლებამდე", — განაცხადა გაბუნიამ.
ტესტების შესახებ ინფორმაცია კატასტროფის ცენტრმა გუშინ, 27 მარტს გამოაქვეყნა. ისინი ტესტირებას მსურველებს სახლში მისვლით სთავაზობენ.
ბოლო რამდენიმე დღეა სწრაფი ტესტების საკითხი პოლიტიკური სპეკულაციებისა და კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქამდე უნდა ეზრუნა სწრაფი ტესტების შემოტანაზე და კერძო კომპანიებისთვისაც უნდა გაემარტივებინა ამ მხრივ საქმე, რაც მოსახლეობის უფრო ფართოდ ტესტირებას შეუწყობდა ხელს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ ეპიდემიის დროს კომერციული ტესტირება არაეთიკურია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია კი ამბობდა, რომ სწრაფი ტესტები პოლიტიკური ინსტრუმენტია ზოგიერთი "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის", რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტს, შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს. მისივე განმარტებით, სწრაფი ტესტები პანაცეა არაა.
- სწრაფი ტესტების აუცილებლობა ჯერ არ არის, ქაოტური ტესტირება დაბნეულობას გამოიწვევს — გაბუნია
- სწრაფი ტესტის გამოყენებაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები პროცესს აზიანებს — გაბუნია
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები