ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყება
ხვალ, 19 მარტს საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყება. ამის შესახებ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა. თურნავას თქმით, პირველ პირბადეებს ფოთში შეკერავენ.
"ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის აჭარა ტექსტილი. მინდა ვთქვა, რომ 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში და ასევე ის კომპანიები, ვისაც შემოაქვთ ნედლეული", — თქვა ნათია თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, პირბადეებს სახელწიფო შეიძენს და შემდეგ იმ კონტიგენტზე გადაანაწილებს, რომლებსაც ის დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. თურნავას თქმით, მრავალჯერადი პირბადეების გამოყენების ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთანაა შეთანხმებული.
16 მარტს ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, კომპანიების ნაწილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ პირბადეების ნაწილი და არსებული მარლის ნაშთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცენ.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 216.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი. პარლამენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
კომენტარები