წაიკითხეთ დონალდ ტრამპის სიტყვა სრულად
მრავალსაათიანი დუმილის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზებზე მიტანილი სარაკეტო შეტევის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა.
გთავაზობთ მის სიტყვას სრულად:
"სანამ ამერიკის პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. სიამოვნებით გატყობინებთ, რომ თქვენ, ამერიკელი ხალხი, უზომოდ მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოთ. ირანული რეჟიმის მიერ წუხელ მიტანილი შეტევის შედეგად არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა. არავინ დაღუპულა. ყველა ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და სამხედრო ბაზას მინიმალური ზიანი მიადგა.
ჩვენი დიდებული სამხედრო ძალები ყველაფრისთვის მზად არიან. ირანი უკან იხევს, რაც კარგი ამბავია ყველა ჩართული მხარისათვის და ზოგადად, მსოფლიოსთვის. არც ერთი ამერიკელი ან ერაყელი არ დაღუპულა, რადგან წინასწარი ზომები მივიღეთ. ადრეული განგაშის სისტემამ არაჩვეულებრივად იმუშავა. ქედს ვიხრი უნიფორმაში გამოწყობილი ნებისმიერი ამერიკელი კაცისა თუ ქალის უნარებისა და სიმამაცის წინაშე.
წინა კვირას გადამწყვეტი ზომები მივიღეთ, რათა შეგვეჩერებინა ტერორისტი, რომელიც ამერიკელთა სიცოცხლეს ემუქრებოდა. ჩემი მითითების თანახმად, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მსოფლიოს მთავარი ტერორისტის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინა. როგორც ყუდსების ძალის მეთაური, სოლეიმანი პირადად იყო პასუხისმგებელი წარმოუდგენელ სისასტიკეზე. ის წვრთნიდა ტერორისტთა არმიებს, მათ შორის - ჰეზბოლას, ტერორისტულ შეტევებს აწყობდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ასაზრდოებდა რეგიონში მიმდინარე სისხლიან სამოქალაქო ომებს. ის ჭრიდა და კლავდა ათასობით ამერიკელ ჯარისკაცს, მათ შორის, გზისპირა ბომბების განლაგებით, რომლებიც მსხვერპლებს ანადგურებენ და ნაწილებად შლიან. სოლეიმანი პირადად ხელმძღვანელობდა ერაყში აშშ-ის პერსონალზე შეტევას, რომლის დროსაც ოთხი ამერიკელი დაიჭრა, ერთი კი - მოკვდა. ის იდგა ასევე ბაღდადში საელჩოზე მიტანილი თავდასხმის უკან. ბოლო დროს კი ახალ ამერიკულ სამიზნეებზე მუშაობდა, თუმცა ჩვენ ის დროულად შევაჩერეთ. სოლეიმანს ხელები გასვრილი ჰქონდა როგორც ამერიკელების, ისე ირანელების სისხლში. ის აქამდეც უნდა გაგვენადგურებინა. სოლეიმანის მოშორებით ჩვენ არაჩვეულებრივი გზავნილი გავუგზავნეთ ტერორისტებს: თუ საკუთარ სიცოცხლეს აფასებ, სჯობს, რომ ჩვენს ხალხს არასდროს მიუახლოვდე.
სანამ აგრესიაზე ყველა სავარაუდო პასუხს განვიხილავდეთ, აშშ-მ სასწრაფოდ უნდა დაუწესოს ახალი ეკონომიკური სანქციები ირანის რეჟიმს. ეს ძლევამოსილი სანქციები მანამდე იმოქმედებს, სანამ ირანი სხვაგვარად არ დაიწყებს მოქცევას. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ირანმა საერთაშორისო წყლებში გემები ჩაძირა, სრულიად უმიზეზოდ დაესხა თავს საუდის არაბეთს და ჩამოაგდო ამერიკული დრონები. ირანის მხრიდან მტრული დამოკიდებულება მხოლოდ გაიზარდა იმის შემდეგ, რაც 2013 წელს ირანის ბირთვული შეთანხმება დაიდო და ჩვენ მათ 150 მილიარდი დოლარი მივეცით. ირანელები იმ დღეს, როცა შეთანხმება გაფორმდა, ხმამაღლა ყვიროდნენ "სიკვდილი ამერიკას", შემდეგ შეთანხმებიდან აღებული ფულით ტერორისტული შეტევების ჯაჭვი წამოიწყეს და იემენში, სირიაში, ლიბანში, ავღანეთსა და ერაყში ჯოჯოხეთური მდგომარეობა შექმნეს. რაკეტები, რომლებიც გუშინ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს დაუშინეს, წინა ხელისუფლების წყალობით მიღებული თანხებითაა შეძენილი. ეს რეჟიმი თვითონ ქვეყანასაც მძიმე ტვირთად აწვება. საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც მთელი ირანის მასშტაბით მიმდინარეობს, 1 5000 ადამიანი დახოცეს.
ერთობლივი მოქმედების საკმაოდ ხარვეზიან გეგმას მალე გაუვა ვადა, რაც ირანს ბირთვული აფეთქებისკენ გზას გაუხსნის. ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ ამბიციებზე და ტერორიზმის მხარდაჭერაზე. დრო მოვიდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა რეალობა გააცნობიერონ. ისინიც უნდა გამოვიდნენ ამ შეთანხმების "ნარჩენებიდან" და ერთად უნდა ვიმუშავოთ ირანთან იმ შეთანხმებაზე, რომელიც მსოფლიოს უფრო მშვიდობიან ადგილად აქცევს. ირანს უნდა შევთავაზოთ ისეთი წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ წინ წავიდეს, წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი ხელუხლებელი უზარმაზარი პოტენციალი უკეთ გამოიყენოს. ირანს შეუძლია, არაჩვეულებრივი ქვეყანა იყოს, თუმცა შუა აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ დაისადგურებს, სანამ ირანი ძალადობას, სიძულვილსა და ომს თესავს. ცივილიზებულმა სამყარომ ცხადი სიგნალი უნდა გაუგზავნოს ირანულ რეჟიმს: ტერორის, მკვლელობისა და ჯოჯოხეთის ციკლი უნდა დასრულდეს. ასე გაგრძელების უფლებას ვერ მივცემთ.
დღეს მინდა ვთხოვო NATO-ს, რომ მეტად ჩაერთოს შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. ჩემი მმართველობის ბოლო სამი წლის მანძილზე ჩვენი ეკონომიკა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამერიკამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწია. ეს ისტორიული წარმატება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს ცვლის - ეს მიღწევები, რომელთა რეალურობაც არავის სჯეროდა, შუა აღმოსავლეთისთვის სხვა შესაძლებლობებს ქმნის. ახლა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ნომერ პირველი მწარმოებლები ვართ. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და შუა აღმოსავლეთის ნავთობი აღარ გვჭირდება. ამერიკული სამხედრო ძალები ჩემი ადმინისტრაციის პერიოდში ფაქტობრივად თავიდან აშენდა, რაც 2.5 ტრილიონი დოლარი დაჯდა. ჩვენი არმია ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი, ძლევამოსილი, ზუსტი, მომაკვდინებელი და სწრაფი რაკეტები. მიმდინარეობს უამრავი ზებგერითი რაკეტის აწყობა. თუმცა ფაქტი, რომ საოცარ სამხედრო ძალასა და აღჭურვილობას ვფლობთ, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ შეიარაღების გამოყენება არც გვჭირდება. ამერიკული ძალა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური, საუკეთესო შემაკავებელია.
სამი თვის წინ ISIS-ის 100%-ით განადგურების შემდეგ ჩვენ მათი ველური ლიდერი, ალ-ბაღდადი მოვკალით, რომლის კისერზეც უამრავი სიკვდილი და ქრისტიანების, მუსლიმებისა და ნებისმიერი სხვა ჯგუფის მასობრივი განადგურება იყო. ის ნამდვილი მონსტრი იყო. ალ-ბაღდადი ცდილობდა, რომ ISIS-ის ხალიფატი აღედგინა, თუმცა უშედეგოდ. ISIS ირანის ბუნებრივი მტერია. მისი განადგურება ირანისთვის კარგი იქნება და სწორედ ამ და სხვა საერთო პრიორიტეტებზე უნდა ვიმუშავოთ.
ბოლოს კი, ირანის ლიდერებო და მაცხოვრებლებო: ჩვენ გვინდა, რომ გქონდეთ მომავალი, კარგი მომავალი, ისეთი, როგორსაც იმსახურებთ, სახლში კეთილდღეობით და სხვა ქვეყნებთან ჰარმონიით. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, დატკბეს მშვიდობით ყველასთან, ვინც ამას ეძებს. მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები