გერმანიის 100 ქალაქში პიროტექნიკა აკრძალეს — რა სიტუაციაა საქართველოში
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქუჩებში აფეთქებების ხმა უფრო და უფრო ხშირად ისმის. პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა აქტიურ ფაზაშია. აზერბაიჯანსა და სომხეთში ასაფეთქებლებით ვაჭრობა სრულიად აკრძალულია, ევროპაში კი მოხმარება მკაცრდება.
მაგალითად, გერმანიაში გარემოსა და მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციამ (DHU) 100 ქალაქი გამოარჩია, სადაც დენთიანი ასაფეთქებლების გამოყენება აიკრძალა. ისიც დადგინდა, რომ გერმანიაში ახალი წლის ღამეს ჰაერი 4 500 ტონა მავნებელი ნივთიერებით ბინძურდებოდა, ერთი წლის განმავლობაში ამ რაოდენობის მეექვსედით აბინძურებენ ქვეყანას ავტომობილები. პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ გერმანიის ქალაქებში სპეციალური ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ახალი წლის აღსანიშნავად ლაზერების, სინათლის ან სხვა მულტიმედიურ შოუს დადგამენ.
ბერლინში წელს ფეიერვერკებისგან თავისუფალი სამი ზონა გამოიყო: მთავარი წვეულება ბრანდენბურგის კარიბჭესთან შედგება, სადაც ფეიერვერკები აკრძალულია.
ხშირად ბაზრობებზე თუ ქუჩებში გვხვდება გასაყიდად გამოტანილი უხარისხო პროდუქცია, რომლებსაც კედლების სისქე დასაშვებზე ნაკლები აქვთ, ამიტომ მათი ხელში აფეთქების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ფალსიფიცირებულ ასაფეთქებლებს გამოყენების წესები აწერია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის გაურკვეველ ენაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ანოტაციას თითქმის არასდროს აკვირდებიან. მშობლები ასაფეთქებლებს სახლებში, ზოგჯერ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ინახავენ, რის გამოც უბედური შემთხვევები ხდება.
"ყოფილა შემთხვევა, როცა 3 წლის ბავშვს უფროსმა ძმამ ასაფეთქებელი მანეჟში ჩაუგდო, რის შედეგადაც ბავშვმა ხელზე დამწვრობა მიიღო. მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ სახლში თოფს შეინახავენ თუ მაშხალას, თითქმის ერთი და იგივეა", — ამბობს გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, მაშხალებს, რომლებიც გასროლისას 150 მეტრის სიმაღლეზე ადის, ხანდახან ადამიანები ერთმანეთს უშვერენ ან შიგნით იმ მიზნით იყურებიან, რომ გადაამოწმონ - მაშხალა უკვე ცარიელია თუ კიდევ გაისვრის.
ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად, ასაფეთქებლებით დაშავებულების რაოდენობა იზრდება, გარდა ამისა ხმაურის გამო ცხოველები ძლიერად ისტრესებიან, რაც შეიძლება გახდეს მათი აგრესიის მიზეზიც.
ქართული კანონმდებლობა
საქართველოში პიროტექნიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე. სისხლის სამართლის კოდექსის კი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესების დარღვევისათვის.
2015 წლის 23 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული რეგლამენტით განსაზღვრულია პიროტექნიკური ნაკეთობების შენახვის, გამოყენებისა და რეალიზაციის წესები.
საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 27 ივნისს მიიღო კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობისათვის.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ასევე ისჯება პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა — ფიზიკური პირისთვის 100-ლარიანი, ხოლო იურიდიული პირისთვის — 200-ლარიანი ჯარიმით.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები