ღიად დარჩენილი კითხვები, რომლებსაც GOT-მა პასუხი ვერ გასცა
რვა სეზონის განმავლობაში უამრავი პერსონაჟი გავიცანით და მიუხედავად იმისა, რომ ფინალურმა სერიამ ბევრი სიუჟეტური კვანძი შეკრა, ზოგიერთ კითხვაზე პასუხს ვეღარასდროს მივიღებთ
გაფრთხილება: წინ მთელ სერიალთან და კონკრეტულად ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებული სპოილერებია, ასე რომ, თუ კითხვას მაინც გააგრძელებთ, შედეგებზე პასუხს არ ვაგებთ
8 სეზონისა და 73 ეპიზოდის შემდეგ საკულტო სერიალი Game of Thrones ოფიციალურად დასრულდა. მაყურებლებმა სერიალის შემქმნელებთან და მსახიობებთან ერთად დიდი გზა გაიარეს, ბოლო სეზონი კი ამ გზის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი იყო.
უკასკნელმა ეპიზოდმა მრავალ კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის იმასაც, თუ რა ბედი ეწიათ სამეფოებსა და რკინის ტახტს. ყველა ძირითადი პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი შეიკრა, თუმცა სერიალის მრავალწლიანი ისტორიის გათვალისწინებით, შემქმნელებს მაინც მოუწიათ ზოგიერთი ისტორიისა თუ გმირის უგულებელყოფა. რას ვიზამთ, როლინგ სტოუნზისა არ იყოს, ყოველთვის ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა.
ამ სტატიაში სერიალის დასრულების შემდეგ დარჩენილ ყველაზე დიდ კითხვებზე ვისაუბრებთ:
სად არის დროგონი?
ეს კითხვა თვითონ სერიალის გმირებსაც გაუჩნდათ. დრაკონი უბრალოდ დეინერისის სხეულთან ერთად გაუჩინარდა. ბრანმა საბჭოსაც ჰკითხა მისი ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა პასუხი არავინ იცოდა. ახალმა მეფემ აღნიშნა, რომ თავადაც შეუძლია დროგონის პოვნა, რაშიც ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ერთი რამ ცხადია: დროგონი უკანასკნელი დრაკონია და მისი გაუჩინარება ვესტეროსისთვის არა მხოლოდ დრაკონების, არამედ მთლიანად მაგიის დასასრულია.
რა თქმა უნდა, თეორია იმის შესახებ, რომ მომავალში შეიძლება მეტი დრაკონი გვეხილა, არ გამართლებულა.
რატომ არსებობს ღამის საგუშაგო ღამის მეფის განადგურების შემდეგ?
მგონი, უკვე შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ჯონ სნოუ უბრალოდ ნებისმიერი თანამდებობისთვის შეუფერებელია: იქნება ეს შვიდი სამეფოს მბრძანებლობა, თუ ღამის გუშაგობა. რაც შეეხება კედლის მეთვალყურეობას, როცა ჯონი კედელზე გაამწესეს, პირველი კითხვა, რაც მაყურებელს გაუჩნდა, ის იყო, საერთოდ რა საჭიროა ეს სამსახური. ღამის მეფე და მკვდრების არმია აღარ არსებობს. რაც შეეხება ველურებთან ერთად გამგზავრებას; თუ ჯონის გზას რომანტიკულად შევხედავთ, მას უბრალოდ უნდოდა, ვესტეროსის პოლიტიკისგან დაესვენა და თავისუფლად ეცხოვრა - ეს კი დაახლოებით ისაა, რაც მან პირველ სიყვარულს, იგრიტს რამდენიმე სეზონის წინ უთხრა.
როგორ ხედავს ბრანი მომავალს, ან საერთოდ, რას ხედავს?
ბრანის ძალები სერიალს მკაფიოდ არასდროს აუხსნია. გავიგეთ, რომ ის კაცობრიობის მეხსიერებაა (ფაქტობრივად, ინტერნეტი) და წარსულის ყველა მოვლენასაც ხედავს. გარდა ამისა, სხვა არსებების სხეულში შეღწევაც შეუძლია, თუმცა მერვე სეზონში განვითარებული მოვლენებით გაირკვა, რომ ის მომავალსაც ჭვრეტს. არიასთვის ვალირიული მახვილის მიცემა და ღამის მეფის მიტყუება წმინდა ხესთან სწორედ ამის დასტურია. ბოლო სერიაში ბრანმა თქვა, რომ მეფის სავანისკენ მხოლოდ იმიტომ გამოემართა, რომ იცოდა, გვირგვინს შესთავაზებდნენ. ცხადია, ეს ნიჭი მეფეს გამოადგება, მაგრამ ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რატომ არასდროს ჩარეულა ბრანი მოვლენების განვითარებაში.
რატომ არ ამბოხდნენ დოთრაკები?
ბოლო სერიაში განმარტებულია, როგორ დაშოშმინდნენ უნაკლოები, თუმცა, ცოტა დაუჯერებელია, რომ მამაცი და დაუმორჩილებელი დოთრაკები მშვიდად შეხვდნენ საკუთარი დედოფლის მკვლელობას. თუ გავითვალისწინებთ, რამხელა გზა გამოიარეს მათ დენის დასახმარებლად და მერე როგორ ჟლიტეს ქალაქის მაცხოვრებლები, უცნაურია, რომ ისინი უბრალოდ მეფის სავანეში დარჩნენ, მშვიდობიანად, ადგილობრივებთან კონფლიქტის გარეშე.
როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ჩრდილოეთმა დაიმსახურა დამოუკიდებლობა?
უცნაურია, რომ სანსამ ასე მარტივად მოახერხა 7 სამეფოდან გამოსვლა და სხვა ლორდებს საკუთარ სტატუსთან დაკავშირებით სიტყვაც არ დაუძრავთ.
რეალურად, ჩრდილოეთს დორნზე მეტად დამოუკიდებლობა არ დაუმსახურებია. დორნი შვიდ სამეფოს ყველაზე ბოლოს, აეგონის მიერ სხვა სამეფოების დაპყრობიდან რამდენიმე საუკუნეში შეუერთდა და ყოველთვის მოშორებული იყო მეფის სავანეში გატარებული პოლიტიკისაგან.
შესაძლოა, ახსნა ის იყოს, რომ დორნის ახალი პრინცი სუსტია და მოკავშირეებს ეძებს. ან შესაძლოა, სანსამდე აზრადაც არავის მოსვლია განცალკევების თხოვნა. ასე თუ ისე, ჩრდილოეთმა ყველა ცოცხალი არსება დაიცვა მკვდრების არმიისგან და ამით განსაკუთრებული პრივილეგიებიც მოიპოვა.
ბოლო მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ მისი მხრიდან ბევრი უარყოფის მიუხედავად, ბრანი მაინც სტარკია და შეიძლება დისთვის გამონაკლისებს უშვებდეს ან ხვდებოდეს, რომ სანსას წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს. ბრანს ისიც ნანახი აქვს, როგორ შეხვდა ჩრდილოეთი ჯონ სნოუს მიერ მუხლის მოდრეკას, ასე რომ, შესაძლოა, უბრალოდ პრობლემების არიდება უნდოდეს თავიდან.
რა ხდება დორნში?
რამდენიმე სეზონის განმავლობაში დორნი მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა იყო და ამ სამეფოში მაყურებლებს რამდენიმე საათი აქვთ გატარებული, თუმცა მოგვიანებით სერიალის შემქმნელებმა დორნი უბრალოდ მიივიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ სერსეიმ მარტელების მთელი ოჯახი ამოწყვიტა, ვარისმა მერვე სეზონში ისე, უბრალოდ ახსენა, რომ დორნში ახალი პრინცი მეფობს. მოგვიანებით კი ხმის მიცემის პროცესში ეს ახალი პრინციც გამოჩნდა, თუმცა არავის აუხსნია, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის.
სად არის ნიმერია?
პირველ სეზონში ნანახი უსაყვარლესი მგლის ლეკვებიდან მხოლოდ ნიმერია და მოჩვენება გადარჩნენ. მეშვიდე სეზონში არია ტყეში ნიმერიას შეხვდა - ის ჩვეულებრივი მგლების ხროვას ხელმძღვანელობდა. არიამ ნიმერიას ვინტერფელში წამოსვლა სთხოვა, ის კი უბრალოდ გაეცალა. ასეთი გაუჩინარება ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ნიმერია რამე დროს ისევ გამოჩნდებოდა და ამბის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მგონი, იმ ახსნას უნდა დავჯერდეთ, რომ ამ ჯადოსნური არსებების ვიზუალური ეფექტები ძალიან, ძალიან ძვირი ჯდება.
ცოცხალია თუ არა ელარია სენდი?
როცა ელარია ბოლოს ვნახეთ, ის ვესტეროსის ჯურღმულებში იყო დატყვევებული. სერსეიმ დაიფიცა, რომ ელარიას არ მოკლავდა, რათა ის დიდხანს დატანჯულიყო. შესაძლოა, ის ნანგრევებში ჩაიმარხა, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო სერიაში ის არც კი უხსენებიათ.
სად არის დაარიო?
დაარიო ნაჰარისს ერთ დროს იმდენ დროს და ყურადღებას ვუთმობდით, რომ გვეგონა, მის შესახებ ამდენი ცოდნა რამეში გამოგვადგებოდა. დეინერისმა ის მეერინის მმართველად დატოვა, თუმცა ვერ გავიგეთ, შეიტყო თუ არა მან დაენერისის მოკვლის ამბავი ან თუ შეიტყო, რამე ზომების მიღებას აპირებს თუ არა. არსებობდა მოლოდინი, რომ მას სერსეის წინააღმდეგ ომში ვნახავდით, თუმცა საბოლოოდ, ერთი დრაკონიც საკმარისი აღმოჩნდა.
სად არიან რიდები?
გახსოვთ ჰოულანდ რიდი, ჯოჯენისა და მირა რიდის მამა? ჰოულანდი ნედ სტარკის მეგობარი იყო, თუმცა მხოლოდ ნაბიჭვრების ბრძოლაში და ვინტერფელის ბრძოლაში გამოჩნდა. მირა კი მაშინვე გაუჩინარდა, როგორც კი ბრანი ვინტერფელში მიიყვანა. ისინი პერსონაჟებმაც დაივიწყეს და შოუს შემქმნელებმაც.
რას აკეთებდნენ რობინ არინი და ედმურ ტალი ამდენი ხნის განმავლობაში?
ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რობინ არინი და ედმურ ტალი არავის აღარ ახსოვდა, ბენიოფისა და დ.ბ ვაისის გარდა.
რობინი ბოლოს მეექვსე სეზონში გამოჩნდა, როცა ვეილიდან რაინდები სანსას დასახმარებლად გაგზავნა. ედმური კი ბოლოს ვალდერ ფრაის ტყვე იყო. როგორც ჩანს, მათ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, ორივე გადარჩა და ახლა თავიანთი სახლების ლორდები არიან.
ვინ იყო ქალი, რომელიც ჯორაჰს დეინერისის მნიშვნელობაზე ესაუბრა
მეორე სეზონში ქართში ჯორაჰ მორმონტს შეხვდა ქალი, რომელსაც, მელისანდრას მსგავსად, მაგიური ძალები ჰქონდა. მან ჯორაჰს მოუწოდა, დეინერისი დაეცვა.
წიგნში ეს პერსონაჟი რამდენჯერმე ჩნდება, სერიალში კი არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია.
ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, როცა ტირიონი საროსკიპოში ფიჭასთან და სახედართან ერთად აღმოჩნდა?
ტირიონმა უკვე სამჯერ დაიწყო ერთი და იმავე ხუმრობის მოყოლა, თუმცა ყოველ ჯერზე გააწყვეტინეს. ამ დროისთვის კი უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ ხუმრობის დასასრულს ვერასდროს გავიგებთ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები