"რუსეთი კვლავ არ თანამშრომლობს" — როგორ მიმდინარეობს აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგაში
2008 წლის აგვისტოს იმის გამოძიება მეოთხე წელია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარეობს და უცნობია, როდის დასრულდება. როგორ მიმდინარეობს გამოძიება? რა გამოწვევებს აწყდებიან ჰააგის პროკურორის ოფისში? — ამის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა დღეს, 8 მაისს თბილისში გაიმართა.
"ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია გამოძიების შესახებ ის არის, რომ ძლიერი და განათლებული გუნდი მუშაობს და ეს საქმე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროკურორის ოფისისთვის, რათა პროცესი წინ წავიდეს", — On.ge-სთან საუბარში ამბობს ჰააგის სასამართლოს სპიკერი, ფადი ელ აბდალა.
იგი განმარტავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მათთვის კონფიდენციალურობის დაცვაა, რადგან არ შეუძლიათ გამოძიების შესახებ საჯაროდ საუბარი. სპიკერის თქმით, სწორედ ამის გამო ხალხისთვის გაუგებარი რჩება, რამდენად კარგად უძღვებიან გამომძიებლები დაკისრებულ მოვალეობას:
"ეს, ერთი მხრივ, კარგის ნიშანია იმიტომ, რომ მათ [გამომძიებლებს] შეუძლიათ სამუშაოს შესრულება სრული კონფიდენციალურობის დაცვით, რათა გამოძიების ერთიანობა უზრუნველყონ და შეეძლოთ საუკეთესო შედეგის მიღება... სამხილების შეგროვების ბარიერი დიდია და მათ სჭირდებათ კარგად მომზადება ამისათვის. საზოგადოებისთვის შეიძლება ეს იმედგაცრუება იყოს, რადგან ისინი ვერ იგებენ, რა ხდება, თუმცა ვარწმუნებთ მათ, რომ გამოძიება გრძელდება და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია".
სპიკერმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია პროკურორის ოფისთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს.
"პროკურორმა რამდენჯერმე სცადა რუსეთთან და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან სატელეფონო კავშირი... ეს მცდელობები ისევ გრძელდება და კვლავ გაგრძელდება, თუმცა გამოძიების წინსვლას ეს ხელს არ უშლის", — ამბობს ფადი ელ აბდალა. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის კონფლიქტის მეორე მხარესთან კომუნიკაცია, სამხილების წარდგენა და მოსაზრების დაფიქსირება, თუ რა მოხდა 2008 წელს.
სპიკერის თქმით, მსგავსი ფაქტები მომხდარა სასამართლოს ისტორიაში სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც, მაგალითად სუდანში: "ვისწავლეთ, თუ როგორ გადავლახოთ ის, რომ არ გვქონდეს წვდომა კონფლიქტის მხოლოდ ერთ მხარესთან. არსებობს გამოძიების წარმოების სხვადასხვა გზა, სხვადასხვა ტიპის სამხილების მოპოვების საშუალებები".
ომისგან დაზარალებულების ნდობის ფონდი (Trust Fund)
გამოძიების პარალელურად და ამ პროცესისგან დამოუკიდებლად არსებობს დაზარალებულების ნდობის ფონდი. საქართველოს შემთხვევაში, "დაზარალებულია ის, ვინც 2008 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გახდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულებების მსხვერპლი".
ფონდის პროგრამის მენეჯერი, სკოტ ბარტელი On.ge-სთან აღნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ფინანსური დახმარების გაწევა დაზარალებულისთვის, თუმცა ის შესაძლოა იყოს ფიზიკური რეაბილიტაციის ან ფსიქოლოგიური სახის.
პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ დაზარალებულთა შეფასება ჯერ დასრულებული არ არის და მუშაობა გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან და მთავრობასთან:
"მას შემდეგ, რაც სიტუაციის შეფასება დასრულება, უკეთ შევძლებთ მსხვერპლთა რაოდენობის განსაზღვრას. ეს პროცესი ამ წელს უნდა დასრულდეს და ნოემბერში ბორდს წარვუდგენთ".
როდის და რატომ დაიწყო გამოძიება
2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს წარადგინა "თხოვნა გამოძიების დაწყების უფლებამოსილების მინიჭებაზე". 2016 წლის იანვარში კი საქართველოს პროკურატურის თხოვნითა და დამხმარე მასალების განხილვის შემდეგ დაადგინეს, რომ საქართველოს სიტუაციაში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების ჩადენას.
საქართველომ 2003 წლიდან აქვს რომის სტატუსი რატიფიცირებული. შეთანხმებით, სასამართლოს შეუძლია გამოიძიოს და დევნა დაიწყოს იმ პირებზე, ვისაც ბრალი ედებათ გენოციდის, ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში მის ტერიტორიაზე.
გამოძიება და შემდეგი ეტაპი ჰააგის სასამართლოში
სასამართლოს თბილისის ოფისის მიერ მოწოდებული ცნობებით, ოფისის გამომძიებლები კონფიდენციალურად აგროვებენ ყველა საჭირო მტკიცებულებას სხვადასხვა სანდო წყაროსგან. პროკურორის ოფისი იძიებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, პოტენციურად ვინ ჩაიდინა დანაშაულის ომის დროს და არა სახელმწიფოების პასუხისმგებლობას. მას შემდეგ, რაც საკმარისი მტკიცებულებები შეგროვდება, პროკურორი წინასასამართლო პალატის მოსამართლეებისგან მოითხოვს სასამართლოში გამოძახების უწყებას ან დაპატიმრების ორდერის გაცემას.
რომის სტატუსის მიხედვით, სასამართლოს არ ჰყავს საპოლიციო ძალები. სასამართლოს პალატის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის აღსრულების ვალდებულება სახელმწიფოებს აქვთ.
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
კომენტარები