უარი ოპონენტების მოთხოვნას — უმრავლესობამ მოსამართლეების კანონპროექტი მეორე მოსმენაზე არ დააბრუნა
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვდნენ. დეპუტატების პოზიციით, მათ არ მიეცათ საკმარისი დრო ემსჯელათ ვენეციის კომისიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საკითხი მეორე მოსმენაზე არ დააბრუნა.
თავდაპირველად კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დააყენა. მისი თქმით, მეორე მოსმენაზე კანონპროექტის დაბრუნების საკითხი რეგლამენტის მიხედვით პლენარულ სხდომაზე წყდება.
"ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარების გარეშე ეს პროცესი იძენს საზიანო სახეს. მეორე მოსმენის შემდეგ იყო კრიტიკული განცხადებები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან", — განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას შემდეგ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების საკითხი ევროპულმა საქართველომ დააყენა. ამავე პარტიის დეპუტატის, ირაკლი აბესაძის თქმით, მათ არ მიეცათ არსობრივი მსჯელობის საშუალება, თუ რისი გათვალისწინება შეიძლებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან და რისი არა.
"რეკომენდაციების მთავარი არსი და აზრი, იმ უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც იუსტიციის საბჭოშია, იყო, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ამ მოსამართლეებს პოლიტიკურ ტოკ-შოუებში უფრო ხშირად ვხედავთ, ვიდრე მანტიამოსხმულს და მოსამართლის როლში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი დაჟინებული მცდელობა, თქვენს პოლიტიკურ პარტნიორებს ხელში ჩაუგდოთ მთლიანი სასამართლო სისტემა, შეაფერხოთ და დააბრუნოთ საკითხი მეორე მოსმენაზე", — განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა ქართულ ოცნებას დარღვეული პირობა შეახსენა, რომლის მიხედვითაც კანონპროექტს მეორე მოსმენით ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავდნენ. ამის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი კომიტეტზე მეორე მოსმენით ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე განიხილა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას თქმით კანონპროექტი "მანკიერი ნორმებია ჩადებული და უზრუნველყოფს იმას, რომ ივანიშვილის მორჩილი კლანი იქნება სასამართლოს ხელმძღვანელობაში და გააკონტროლებს სასამართლოს მომავალი ათწლეულების მანძილზე".
ქართული ოცნების დეპუტატმა იმის დასამტკიცებლად, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უმრავლესობამ გაითვალისწინა, მოუწოდა ანრი ოხანაშვილს კიდევ ერთხელ განმარტოს, რა ცვლილებები შეიტანეს კანონპროექტში.
ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია იმედზე ლევან მურუსიძისა და შალვა შავგულიძის დებატები განიხილა და დაინტერესდა "რის გამო გაიარა ეს გზა უმრავლესობამ".
"იმ ადამიანების გამო გაიარეთ ეს გზა გუშინ სამარცხვინო ეთერში რომ იჯდა და თავზე უფრო მეტ ლაფს ისხამდა? რისთვის აკეთებთ ამას, რომ თქვენი სახელები მომავალში ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან ასოცირდებოდეს? რა არის ამის ფასი? მახინჯი გამრუდებული ადამიანებისთვის, გამრუდებული სამართლისთვის აკეთებთ ამას? რა მიიღეთ თქვენ, რომ ოდესღაც იმ პანთეონის წევრი იქნებით, რომელშიც ჩინჩალაძე და მურუსიძეა?", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა
ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თქმით, "ამოიწურა რესურსი, რომ რაიმე ნორმალურ ჩარჩოში წავიდეს პროცესი".
"არანაირი ილუზია არ მაქვს რომ იმ ფარს შეწყვეტთ, რითაც იყავით დაკავებული დეკემბრიდან მოყოლებული. კარგად გახსოვდეთ, რომ თქვენ დღეს საზოგადოების წინააღმდეგ მიდიხართ. მურუსიძე თქვენი პარტიის აქტივისტია, უსირცხვილო აქტივისტი. ასეთ ტიპის აქტივისტებს ახვევთ თავს საზოგადოებას", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ~
მისივე თქმით, დეპუტატები "უმსგავსობაში" იღებენ მონაწილეობას და შეუერთდებიან "მურუსიძის მსგავს უტიფარ პოლიტიკურ აქტივისტებს".
დეპუტატების მოთხოვნას საკითხის მეორე მოსმენაზე დაბრუნების შესახებ უპასუხა მოსამართლეების კანონპროექტის მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის დეპუტატების ნაწილი აყენებს შეურაცხყოფას პარლამენტს და ახდენს პროცესის დისკრედიტაციას.
"ყველა ჩვენი კოლეგისა და საზოგადოების გასაგონად ვიტყვი ერთს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ხართ კოლეგები და თქვენვე აყენებთ პარლამენტს შეურაცხყოფას და ახდენთ დისკრედიტაციას პროცესის, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიდიოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, როცა პარლამენტის წევრები პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით ზეწოლას ახდენთ და ზემოქმედებთ სასამართლო სისტემაზე", — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ინტენსიურია, რაც დაუშვებელია.
"თქვენ, ერთი მხრივ, საუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს ჯანსაღი და დამოუკიდებელი და, მეორე მხრივ, თქვენივე განცხადებებით ზემოქმედებთ სასამართლოზე. დაუშვებელია მსგავსი განცხადებები და ჩვენს გუნდს აქვს იმის ამბიცია, რომ სასამართლო სისტემის შეჩერების უფლება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მისცეს. ეს იკითხება ამ განცხადებებში და ვწუხვარ, რომ ამ ნარატივის მონაწილეები არიან ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები", — განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ყველა პრინციპული რეკომენდაცია გაიზიარა და საკითხის მეორე მოსმენაზე დაბრუნება მიზანშეწოლიდან არ მიაჩნია.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები