საპენსიო დანაზოგებს სარგებელი მინიმუმ 2 თვე ვერ დაერიცხება
საინვესტიციო საბჭო, რომელმაც საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხების ინვესტირება უნდა მოახდინოს, ამ დრომდე არ დაკომპლექტებულა. საპენსიო სააგენტოში მობილიზებული 41 მლნ ლარი ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზეა განთავსებული და სარგებელი არ ერიცხება. ამ თანხის განკარგვის უფლება კანონმდებლობით საპენსიო სააგენტოს არ აქვს და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს უფლებამოსილებაა.
საპენსიო სააგენტოს პრესცენტრში On.ge-ს განუცხადეს, რომ საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება დაგვიანებული პროცესი არ არის და ზომიერად მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ნომინალურ ანგარიშებზე შეგროვებული თანხა დივერსიფიცირებული პაკეტების შექმნისთვის ჯერ საკმარისი არ არის და ამიტომ, საბჭოს წინმსწრებად დაკომპლექტების საჭიროება არ არსებობდა.
"საინვესტიციო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური და დიდი ბექგრაუნდის მქონე პირებით. მიგვაჩნია, რომ წინმსწრებით ასეთი ხარჯის გაწევა არამიზნობრივი იქნებოდა. შესაბამისად, საპენსიო სააგენტო ახორციელებს ყველა იმ რეგულაციას, რაც კანონშია გაწერილი და მიზნობრივად ხარჯავს ყველა ლარს, რომელიც მასზეა მინდობილი. მას შემდეგ, რაც თანხა დივერსიფიცირებული პაკეტებისთვის აუცილებელ მინიმუმს მიაღწევს საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იქნება", — განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საშუალოდ 2 თვეში დაკომპლექტდება საინვესტიციო საბჭო და შეგროვდება დივერსიფიცირებული პაკეტებისთვის საჭირო თანხებიც. დაწყებულია მუშაობა იმ საკონკურსო საბჭოს დაკომპლექტებაზე, რომელმაც საინვესტიციო საბჭოს წევრები უნდა შეარჩიოს.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, მათ მიმართეს ეროვნულ ბანკს, რომ ნომინალური მფლობელის ანგარიშზე განთავსებული თანხა გადაიტანონ ნომინალურ პროცენტიან ანგარიშზე იქამდე, სანამ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტდება და აკუმულირებული თანხების მართვის პოლიტიკას შეიმუშავებს.
ეროვნულ ბანკში On.ge-ს განუცხადეს, რომ პასუხი საპენსიო სააგენტოს უკვე გაეგზავნა და წერილის შინაარსს ადრესატის ნაცვლად ვერ გაასაჯაროვებენ.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სააგენტო bm.ge-ს განუცხადა, რომ საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას 2-3 თვე დასჭირდება, მაგრამ უშუალოდ დანაზოგების ინვესტირება, შესაძლოა, წლის მეორე ნახევრამდე ვერ დაიწყოს.
"ჩვენი ამოცანაა, რომ სადღაც 2 თუ 3 თვის განმავლობაში გვყავდეს საინვესტიციო საბჭო, რომელიც სადღაც წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რადგან შემდეგ პარლამენტმა საბჭოს მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტიც უნდა დაამტკიცოს", — აცხადებს აკაკი ზოიძე.
ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ თუ საინვესტიციო საბჭოს დამტკიცება და შემდეგ საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, დროში ძალიან გაიწელა, კანონში ცვლილებები შევიდეს და საპენსიო სააგენტოს დანაზოგების ფასიან ქაღალდებში ინვესტირების ან ბანკებში განთავსების უფლება მიეცეს.
საინვესტიციო საბჭო
საინვესტიციო საბჭო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი სტრუქტურა იქნება, რომელიც განსაზღვრავს, სად და რა პერიოდით უნდა დააბანდოს საპენსიო აქტივი. ამ საბჭოს ხუთივე წევრს ხუთწლიანი ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტი.
საბჭოს წევრების კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტში წარადგენს შესარჩევი კომისია. კომისიაში იქნებიან ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.
პარლამენტის კანდიდატს წარადგენს პარლამენტი, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს - ეროვნული ბანკი.
საინვესტიციო საბჭო ადგენს და დასამტკიცებლად სააგენტოს დირექტორს წარუდგენს საინვესტიციო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, სად დააბანდოს საპენსიო ფონდში შეგროვებული თანხა.
ეროვნული ბანკი ამოწმებს დოკუმენტის საინვესტიციო შესაბამისობას, მაგრამ არა - საინვესტიციო გადაწყვეტილებას.
საპენსიო აქტივების ინვესტირებისთვის შეიქმნება საინვესტიციო სამსახური, რომლის ხელმძღვანელი უფროსი საინვესტიციო ოფიცერი იქნება. მისი მოვალეობა იქნება, რომ ინვესტირებას ორგანიზება გაუწიოს.
დაგროვებითი პენსია
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.
გაიგე მეტი: რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე - მოკლედ
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები