სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, გისამძიმრებთ — დოლიძე მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა და საქართველოს მოსახლეობას მიუსამძიმრა.
"იუსტიციის საბჭო ყოველდღე გვანცვიფრებს კიდევ და კიდევ უფრო სამარცხვინო გადაწყვეტილებებით და სად მივალთ ბოლოში არ ვიცი, სად აღმოვჩნდებით. ლევან მურუსიძე აღმოჩნდა მის [საბჭოს] თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე, — განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა "ის სასამართლოში იპარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში იპარპაშებს, აი, ეს [მურუსიძე-ჩინჩლაძის] ჯგუფი".
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლეთ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით აირჩია. მასთან ერთად უვადო მოსამართლედ დანიშნეს ნუნუ ნემსიწვერიძე, პაატა ნოზაძე, ვალერიან ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე.
ლევან მურუსიძე არაერთ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მან განიხილა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. მისი გადაწყვეტილებით გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. მოქმედი ხელისუფლების დროს კი მურუსიძემ განიხილა აიისას საქმე.
დღეს, 27 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვლის წინ მურუსიძემ განაცხადა, რომ სურს გირგვლიანის საქმეზე ყველა კითხვას უპასუხოს როგორც უმაღლეს საბჭოსთან, ასევე ნებისმიერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები გირგვლიანის საქმეზე მას აწმენდნენ ხელს.
მურუსიძემ აღნიშნა ისიც, რომ მზად არის სისხლის სამართლის პროცესის მცოდნე ნებისმიერ ადამიანთან განიხილოს გირგვლიანის საქმე. მისი მტკიცებით, იმ პირობებში, რაშიც თვითონ მოუწია მუშაობა სხვა დასკვნას ვერავინ გამოიტანდა.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები