მამუკა ბახტაძე

27 Sep. 2018, 23:43

გაეროს ტრიბუნიდან მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. ჩვენ საუკუნოვანი, საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც დარწმუნებული ვარ მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას.

თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა.

მინდა, მივმართო ახალგაზრდებს. ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ, ჩვენი მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება.

ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  3. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს

რა მოხდა: კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში, მდინარემ კავთურამ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი…