რა არის კანონდარღვევა: სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამების ამოღება თუ განთავსება
მეორე დღეა, რაც ტელეკომპანიებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარისგან, კახა ბექაურისგან მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამების დაუყოვნებლივ ამოღების შესახებ წერილი მიიღეს. წერილით ირკვევა, რომ კომისიამ შეაფასა პოლიტიკური რეკლამის შინაარსი და ის "არაეთიკურად", "ზნეობრივი ნორმების შემბღალავად" და "უხამსობის" შემცველად მიიჩნია.
რატომ შეაფასა კომისიამ პოლიტიკური რეკლამის შინაარსი
კომუნიკაციების კომისიიდან წერილობით მიღებული კომენტარით ირკვევა, რომ რეკლამის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად TV პირველმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა მიმართეს.
იმის მიუხედავად, რომ რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელი მისი განმთავსებელია (პარტიაა), კომისიამ მაუწყებლებისთვის მიწერილი წერილის მიზეზი ასე განმარტა:
"მაუწყებლობის შესახებ კანონის დაცვა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი კომისიის პირდაპირი ვალდებულებაა."
რატომ (არ) უნდა დარჩეს რეკლამები მაუწყებლების ეთერში
აჭარის ტელევიზია და რუსთავი 2 არ იზიარებენ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის სახელით მიწერილი წერილის შინაარსს და სარეკლამო კლიპებს ეთერში ტოვებენ. On.ge-ს მარეგულირებლისთვის მიწერილი წერილის ავტორებიდან მხოლოდ იმედის იურისტმა უპასუხა, TV პირველთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საზოგადობრივ მაუწყებელში კი მიწერილ კითხვებს, რამდენიმე საათის გასვლის მიუხედავად, არ უპასუხეს.
ტელევიზიების პოზიცია
ტელეკომპანია იმედის იურისტი, ანდრია ლაშხი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით მსჯელობა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის ანტიპიარულ კლიპთან დაკავშირებით მაინც ჰკითხეს.
"მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაა და მისი არშესრულება უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე", — განმარტავს ლაშხი.
აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მიღებული წერილიდან არ დგინდება აღნიშნულ საკითხზე კომისიამ იმსჯელა თუ არა და არ იცნობს შესაბამის ოქმს. რეკლამები რჩება ბადეში, თუმცა მიღებული წერილიდან გამომდინარე, მაუწყებლის შესაბამისი სამსახურები კიდევ ერთხელ შეისწავლიან სადავო საკითხებს. გარდა ამისა, მასვე მიაჩნია, რომ პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით მსგავსი ხასიათის დირექტივებს საქართველოს კანონმდებლობა არ სცნობს.
კომისიის თავმჯდომარის წერილს ცენზურის მცდელობად აფასებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი. მისი თქმით, საარჩევნო პროცესში კომისია წარმოჩინდა, როგორც მხარე.
"კლიპების ეთერში გაშვება არა, მათი ეთერიდან ამოღება იქნება კანონის დარღვევა. სწორედ ამიტომაც რუსთავი 2 არ აპირებს შეწყვიტოს ამ კლიპების განთავსება", — განმარტავს ის.
საიას განმარტება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ წერილის შინაარსის შესრულება მაუწყებლებისთვის სავალდებულო არ არის, რადგან მასზე კომისიას არ უმსჯელია.
"თუ სარეკლამო რგოლით დარღვეულია კონკრეტული პირის უფლებები, მას შეუძლია სამართლებრივად იმოქმედოს დამკვეთის და არა მაუწყებლის მიმართ. კომისია არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე", — განმარტა მან.
კომისიის მოსალოდნელი რეაგირება
კომისიიდან მაუწყებლებში გაგზავნილ წერილში აღნიშნული არ არის, რა სანქცია შეიძლება დაეკისროთ ტელევიზიებს ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპების საეთერო ბადიდან არამოღების შემთხვევაში.
კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა უწყების შესახებ On.ge-ზე თვეების წინ გამოქვეყნებული კრიტიკული მასალის გამო ზეპირ კომენტარზე უარი თქვეს, წერილობით ტელევიზიებისთვის კი სამართალდარღვევათა ოქმის არშედგენა ასე განმარტეს:
"კომისიას კითხვით მიმართეს მაუწყებლებმა და კითხვის დასმაზე კომუნიკაციების კომისია სამართალდარღვევათა ოქმებს არ ადგენს".
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები