ეკლესიის აზრს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები — ზოიძე მარიხუანის საკითხზე
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ კანონმდებლები დაარწმუნებენ სასულიერო პირებს, რომ მარიხუანას კულტივაცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის მოხდება, მაშინ ეკლესია მთავრობას წინააღმდეგობას არ გაუწევს.
იმ შემთხვევაში კი თუ ეკლესიას ვერ დაარწმუნებენ კანონმდებლებს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.
კითხვაზე, მიიღებენ თუ არა კანონს ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ, აკაკი ზოიძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სხვა ყველას აზრის გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.
"დიდი ბოდიში, საჯარო სივრცეა, ეკლესიის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით და არა მხოლოდ ეკლესიის აზრის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მღვდელმთავრებმა მარიხუანის თემასთან დაკავშირებით კონფერენციაზე იმსჯელეს. მათი პოზიცია ერთსულოვანია. ეკლესია მარიხუანის კულტივაციასა და მოხმარების ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება. შეხვედრაზე მთავრობის მისამართით ულტიმატუმებიც გაისმა. მეუფე იაკობმა ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ეკლესია საკუთარ ძალას აჩვენებდა.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარების კანონპროექტზე სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, ინიციატივა მმართველმა გუნდმა 10 სექტემბერს, უმრავლესობის სხდომაზე განიხილა, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები