რას გულისხმობს მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირების კანონპროექტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარებისა და სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის კულტივაციის რეგულირებისთვის ახალი კანონპროექტი შექმნა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობას დღეს წარედგინა და ის მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს.
მარიხუანის მოხმარების შეზღუდვები
- მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე იკრძალება;
- მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე პირებს აეკრძალებათ, ხოლო მათი დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება;
- მარიხუანის მოხმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აკრძალული იქნება როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
- ნარკოტიკული საშალებების, მათ შორის მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის სანქცია იზრდება;
- სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნარკოტიკული საშალებების, მათ შორის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის წესით დაისჯება;
- მარიხუანის მოხმარების კანონპროექტი სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის ფლობისა და გასაღების მიმართ რეგულაცია არ იცვლება და აღნიშნული ქმედებები კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
კულტივაციის რეგულაცია
კანონპროექტის მეორე ნაწილი სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოებას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების — კანადის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და სხვ. — გამოცდილება გაითვალისწინეს.
- სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კანაფის მოყვანისთვის ლიცენზიის გაცემას სააგენტო გააკონტროლებს;
- ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება მკაცრი ფინანსური სანქციები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
- მოყვანა-წარმოების პროცესში კონკურენციის შენარჩუნების მიზნით კანონპროექტი ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს ითვალისწინებს, რაც რომელიმე კომპანიის მიერ მთლიანი საწარმოო ჯაჭვის მონოპოლიზაციას გამორიცხავს;
- პოტენციური ლიცენზიანტი იურიდიული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი უსაფრთხოების და სხვა პირობები მკაცრად იქნება განსაზღვრული.
შსს-ს თქმით, მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოყვანა-წარმოება და ექსპორტზე გატანა საერთაშორისო რეგულაციებს, კერძოდ გაეროს კონვენციას არ ეწინააღმდეგება და შეესაბამება სამინისტროს ნარკოპოლიტიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იმის შემდეგ დაიწყო, რაც 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მმართველმა გუნდმა 10 სექტემბრის უმრავლესობის სხდომაზე განიხილა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები