რა პროგრამით წარდგება კლუბი KHIDI Echowaves ფესტივალზე - ინტერვიუ ალექსანდრე გაბრიჩიძესთან
23-26 აგვისტოს, ანაკლიაში, ახალი ფესტივალი Echowaves დაიწყება. ფესტივალის მიმართ დიდი მოლოდინი არსებობს, რადგან მას სრულიად ახალი საორგანიზაციო ჯგუფი აკეთებს. Echowaves-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კლუბ KHIDI-ს სცენაც, რომელსაც თავისი ლაინაფი ექნება.
KHIDI-ს ლაინაფის პირველი ნაწილი კლუბმა უკვე გამოაქვეყნა. ესენი არიან: Ben Klock, MARCEL DETTMANN, Lucy, Bjarki, Sigha, Claro Intelecto LIVE, Antigone, Shlømo, François X, Anetha, Fabrizio Lapiana, Jonas Kopp, Boyd Schidt, Vulkanski, Stojche, OTHR, Yanamaste, Liza Rivs, Frequency Shifter, George effe.
ლაინაფი ამით არ ამოწურულა. KHIDI უახლოეს მომავალში სხვა არტისტების წარდგენასაც აპირებს. ჩვენ დავუკავშირდით KHIDI-ს წარმომადგენელს, ალექსანდრე გაბრიჩიძეს და დაგეგმილ ფესტივალზე ვესაუბრეთ.
მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ, რომ კლუბი KHIDI ჩართულიყო ამ ფესტივალში?
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისური ტექნო სცენა, რომელიც უკვე ამდენი წელია ყალიბდება, გავიდეს თბილისს გარეთ. მისი დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებებსაც მიეცეთ საშუალება, ტექნომუსიკას მოუსმინონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ფესტივალი ძალიან მასშტაბური პროექტია და კარგი შანსია, რომ ამ ჟანრის პოპულარიზაცია მოხდეს და უფრო ფართო მასებში გავიდეს.
რა პროგრამას შესთავაზებს KHIDI ანაკლიაში ჩამოსულ მსმენელებს?
პროგრამა ოთხ დღეზე იქნება გადანაწილებული, 23-დან 26 აგვისტომდე. წარმოდგენილი იქნებიან KHIDI-ს ჰედლაინერები და რეზიდენტები, ასევე ის არტისტები, რომლებსაც ძალიან კარგად იცნობს ქართული სცენა. მათ შორის Ben Klock და Marcel Dettman, თუმცა სია ამით არ სრულდება. KHIDI ლაინაფის მეორე ნაწილს მალე გამოაცხადებს.
რაც შეეხება ლოკალურ სცენას, არტისტები KHIDI-ს რეზიდენტები იქნებიან. სხვა მხრივ, საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკა იქნება წარმოდგენილი, რადგან ტექნო ისეთი ჟანრია, რომელიც მრავალფეროვნებას მოიცავს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ KHIDI-ს სცენა ყოველდღე, საღამოს 10 საათიდან დილის 10 საათამდე იმუშავებს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ მუსიკოსების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. როდის გახდება ცნობილი ლაინაფის დანარჩენი წევრების ვინაობა?
ამის თქმა ჯერჯერობით ზუსტად არ შეგვიძლია, თუმცა რამდენიმე კვირაში სრული ლაინაფი გამოცხადდება. მაქსიმუმ ივლისის ბოლომდე, ყველა არტისტის ვინაობა ცნობილი იქნება.
რა პრინციპით შეარჩიეთ თქვენი ლაინაფის წევრები? ყურადღება ცნობადობას დაეთმო თუ მუსიკის ხარისხს?
თავიდანვე ჩვენი მიზანი ბალანსის პოვნა იყო. არსებობს ისეთი ცნობილი მუსიკალური აქტები, რომლებიც დიდ ფესტივალზე აუცილებლად უნდა შესრულდეს. მათ აქვთ ძალიან დიდი ცნობადობა და ყველაზე ცნობილი კლუბის რეზიდენტები არიან. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ისეთი საინტერესო მუსიკალური პროექტები შეგვერჩია, როგორიცაა Claro Intelecto-ს ლაივი, Anetha, Jonas Kopp და სხვ. ასევე გვეყოლებიან ფრანგული კლუბის Concrete-ის რეზიდენტები Antigone, Shlomo და სხვ.
KHIDI საკმაოდ წარმატებული კლუბია, ხოლო Exit Festival საკმაოდ გამოცდილი საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც არაერთი წარმატებული პროექტი აქვს ჩატარებული. როგორ ხდება თქვენს შორის კოლაბორაცია?
ჩვენი კლუბის მენეჯმენტი არის თავიდან ბოლომდე ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. ამ ფესტივალის მაღალ რგოლებში KHIDI-ს თანამშრომლებიც არიან ჩართულები, შესაბამისად ჩვენ რესურსს მაქსიმალურად ვახმართ. ამიტომ, ეს არის ნაწილობრივ კოლაბორაციული პროექტი. Echowaves-ის ორგანიზატორებს ესმით, რომ ადგილობრივი სცენა გამოირჩევა თავისებური სპეციფიკით. შესაბამისად, საჭირო იყო ადგილობრივი პრაქტიკის გაზიარება მათთვის და დასახმარებლად სხვადასხვა კლუბებს მიმართეს. საბოლოოდ, "ხიდთან" თანამშრომლობა გადაწყდა.
წარსულში ანაკლიაში არაერთხელ ჩატარებულა ფესტივალი. რა გასწავლათ წინა ფესტივალების გამოცდილებამ?
ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ აქამდე არსებულ პრაქტიკას და ყველაფერს ვითვალისწინებთ. ჩვენი ფესტივალი არის დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი თანამშრომელი თუ არტისტი კუთვნილი ჰონორარის გარეშე არ დარჩება. გარდა ამისა, არტისტების შერჩევისას ძალიან ფრთხილად ვიყავით, რადგან წინა წლებში ჩამოდიოდნენ ისეთი მაღალბიუჯეტიანი არტისტები, რომლებსაც შესაბამისი რაოდენობის აუდიტორია არ მოჰყვებოდა.
მნიშვნელოვანია ასევე უსაფრთხოების თემა. ჩვენ გვეყოლება Rave Care, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე მუდმივად გააკონტროლებენ ადამიანების ჯანმრთელობის მდგოამრეობას და საჭიროების შემთხვევაში ყველას დაეხმარებიან.
Echowaves ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ფესტივალია, Exit-ის ქოლგის ქვეშ ტარდება. ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა. გარდა მუსიკისა, Echowaves ფესტივალი მოიცავს სპორტულ აქტივობებს, თეატრალურ, სახელოვნებო, კულტურულ ღონისძიებებს, ასევე სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.
ახალ საერთაშორისო ფესტივალზე დიდი ყურადღება ექცევათ ქართველ მუსიკოსებსაც, რომლებიც Echowaves-ზე დაუკრავენ. ესენი არიან: BACHO, Gio Shengelia, Stimmhalt, Tomma, Frequency Shifter, Greenbeam & Leon, Yanamaste და სხვ.
Exit Festival 2000 წელს დაარსდა. მას საფუძველი დიდმა სტუდენტურმა მოძრაობამ დაუდო, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის იბრძოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ Exit Festival სრულფასოვან მუსიკალურ ფესტივალად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს მასპინძლობს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები