9 არასამთავრობო: აფრიკელი სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს
არასამთავრობო ორგანიზაციები 8 აპრილს აფრიკელი სტუდენტების მიმართ, სავარაუდო რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტს განცხადებით ეხმაურებიან.
არასამთავრობოების განცხადებით, ჩნდება კითხვები, თუ რამდენად მიუკერძოებლად მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავი ორგანოები რამდენად ისახავენ მიზნად საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ხომ არა აქვს ადგილი იმის მცდელობას, რომ მოხდეს სამართლებრივი საკითხების არაფორმალური მოწესრიგება და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების პასუხისმგებლობისაგან არიდება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეოებზე დაყრდნობით, მოძალადეები შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით და ცივი იარაღით, დაზარალებულების მიმართ იყენებდნენ სიძულვილის ენას.
"იგივე დასტურდება სტუდენტების მიერ პოლიციისათვის მიცემულ განმარტებებში, რაც ადასტურებს, დანაშაულის ჩადენის დისკრიმინაციულ მოტივს", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
არასამთავრობოების განცხადებით, გამოძიებას საქმისთვის რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია. ჩატარებულია რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, დანაშაულის ჩამდენ სავარაუდო პირებს პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დაკისრებიათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების გულგრილობისა და გამოვლენილი რასისტული ძალადობის მიმართ ლოიალობის ფაქტის შესახებ და გენერალურ ინსპექციას საკითხით დაინტერესებისკენაც მოუწოდებდნენ, თუმცა, მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თბილისის მერის ინიციატივა ამხანაგური მატჩის შესახებ მიმართული იყო სოლიდარობისა და შემწყანებლობისკენ, თუმცა დანაშაული და რასიზმი თანამდებობის პირებს ოფიციალურად არ დაუგმიათ.
"გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, გამოვლინდა სტუდენტებზე სავარაუდო ზეწოლის მცდელობა. სამართალდამცავები და ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცდილობენ გავლენა მოახდინონ სტუდენტების ნაწილზე, რომ მათ უარი განაცხადონ უკვე მიცემული ჩვენებების სისწორეზე და შეცვალონ მათი შინაარსი, რათა გამოძიება შეწყდეს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის არგუმენტით", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოებს მიაჩნია, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს.
"უკიდურესად საგანგაშოა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების სავარაუდო მცდელობა დანაშაულის შესაძლო მიჩქმალვისა და გამოძიების შეწყვეტის მიზნით", - აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე პოზიციით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს დისკრიმინაციულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე და ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან გამოძიებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ:
- დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;
- გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ დაიწყოს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომების მოკვლევა;
- საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გაასაჯაროოს გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები.
საქართველოს პროკურატურას:
- შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ან/და ბოროტად გამოყენების ფაქტებზე;
- გამოძიების მიმდინარეობისას გადაცდომების დადასტურების შემთხვევაში, გადასცეს საქმის გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფს.
განცხადებას ხელს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- კავშირი “საფარი”
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
კომენტარები