ამერიკულ ზოოპარკში გორილამ, რომელიც აქამდე მამრი ეგონათ, იმშობიარა
აშშ-ში, ოჰაიოს შტატში მდებარე კოლუმბის ზოოპარკისა და აკვარიუმის თანამშრომლები ერთ მშვენიერ დილას ნანახმა სრულიად განაცვიფრა. ზოოპარკში ახალი ბინადარი გამოჩენილიყო — პატარა გორილა. თუმცა, საქმე ისაა, რომ ახალდაბადებული გორილას დედა მანამდე ყველას მამრი ეგონა.
8 წლის ახალბედა დედა, სახელად სალი, დაწესებულებაში 2019 წლიდან ცხოვრობს. ზოოპარკის თანამშრომლები ხსნიან, რომ იგი მათთან სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა მოხვდა, ამდენად, არც სამედიცინო შემოწმება დასჭირვებია, რომ მისი სქესი უფრო ადრე აღმოეჩინათ. ამასთან, გორილების სასქესო ორგანოები ადვილად შესამჩნევი არაა, 8 წლის ასაკამდე კი მდედრი და მამრი ინდივიდები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ამიტომ, დაწესებულებაში ყველამ ანგარიშმიუცემლად ჩათვალა, რომ მათი ახალი ბინადარი მამრი იყო.
... ეს იქამდე, სანამ მომვლელები სალის ხელში აყვანილი ახალშობილი გორილით შენიშნავდნენ. გავრცელებულ პრესრელიზში ზოოპარკი წერს, რომ გორილების ნაშიერები ზომით ჩვილ ბავშვებზე უფრო პატარები არიან, ცხოველების ამ სახეობას კი მუცლის ნაწილი ისედაც მოზრდილი აქვს. ასე რომ, დაწესებულებაში სალის მაკეობაც გამოეპარათ.
რაც შეეხება ზოოპარკის ახალშეძენილ ბინადარს, ის სრულიად ჯანმრთელი პატარა გორილაა. დნმ-ტესტის საშუალებით მალე იმასაც გაარკვევენ, რომელია მისი მამა.
აღსანიშნავია, რომ გორილების ეს სახეობა, რომელიც კოლუმბის ზოოპარკში ცხოვრობს, გადაშენების საფრთხის ქვეშაა. გაუტყეურების და მათი ბუნებრივი ჰაბიტატის განადგურების გამო, ცენტრალურ აფრიკაში ამ სახეობის ინდივიდთა რაოდენობა 100 ათასამდეა შემცირებული.
სალის ჯერ კიდევ უსახელო პირმშო კი უკვე 34-ე გორილაა, რომელიც ოჰაიოს ზოოპარკში დაიბადა.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები