რატომ იღებს ღრუბელი წითელ, ნარინჯისფერ ან ყვითელ შეფერილობას? ან რატომაა თეთრი?
ღრუბლის ფერი ძირითადად დამოკიდებულია სინათლის იმ ფერზე, რომელიც მას მიეწოდება. დედამიწის ბუნებრივი სინათლის წყარო მზეა, რომელიც „თეთრ“ სინათლეს გვაწვდის. თეთრი სინათლე მოიცავს ყველა იმ ფერს ხილულ სპექტრში, რომელიც ჩვენ მიერ აღქმული ფერების დიაპაზონია.
თითოეული ფერი ხილულ სპექტრში (ხილული სპექტრი არის სინათლის ის ნაწილი, რომელსაც ადამიანის თვალი აღიქვამს) წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ტალღების სხვადასხვა სიგრძეებს. ელექტრომაგნიტურ ტალღებში შედის რადიოტალღები, ინფრაწითელი გამოსხივება და ა.შ. (მათ შორის, ხილული სპექტრიც). ფერები მაშინ იცვლება, როდესაც ტალღის სიგრძე იზრდება იისფერიდან (ინდიგოს, ლურჯის, მწვანეს, ყვითლის, ნარინჯისფერისა და წითლის გავლით) მუქ წითლამდე.
როდესაც სინათლის ტალღის სიგრძე იზრდება, მისი ენერგია მცირდება. ეს ნიშნავს, რომ სინათლის ტალღებს, რომლებიც შეადგენენ იისფერს, ინდიგოსა და ლურჯს, უფრო მაღალი ენერგიები აქვთ, ვიდრე ყვითელს, ნარინჯისფერსა და წითელს.
მზის სინათლის ფერების დანახვის ერთ-ერთი გზა პრიზმაა. სინათლის სიჩქარის მოდული ოდნავ მცირდება, როდესაც ის პრიზმაში გაივლის, რაც მის ოდნავ გადახრას იწვევს. ამას რეფრაქცია, ან გარდატეხა ეწოდება. გარდატეხის გრადუსი თითოეული ტალღის ენერგიის დონესთან ერთად იცვლება.
ყველაზე დაბალი ენერგიის მქონე სინათლის ტალღები ყველაზე ნაკლებად გარდატყდებიან, ხოლო ყველაზე მაღალი ენერგიისა - პირიქით, ყველაზე მეტად.
საბოლოო შედეგი კი სინათლის დისპერსიაა ცისარტყელას ფერებად.
ცისარტყელა, ნაწილობრივ, მზის შუქის წვიმის წვეთში გარდატეხის შედეგია, რომელიც პრიზმის როლს ასრულებს.
მაიცა, თუ მზის შუქი თეთრია, ცა ლურჯი რატომ არის?
ჩვენს ატმოსფეროში არსებული აირების შემადგენელი ატომები და მოლეკულები ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე მზის სინათლის ტალღის სიგრძეები.
როდესაც სინათლის ტალღები ატმოსფეროში შემოდიან, ისინი ყველა მიმართულებით იფანტებიან ატომებთან და მოლეკულებთან შეჯახებების გამო. ამას რელეის მიმოფანტვა ეწოდება ლორდ რელეის პატივსაცემად.
ცის ფერი ყველა ტალღის სიგრძის მიმოფანტვის შედეგია. ეს მიმოფანტვა ტოლ ნაწილებად არ ხდება. უფრო მოკლე ტალღის სიგრძის მქონე სინათლე გარდატყდება.
მზის შუქის შემოსვლისას ატმოსფეროში, იისფერი შუქის დიდი ნაწილი პირველი იფანტება, ოღონდ ატმოსფეროს ძალიან მაღალ ადგილებში, ამიტომ მისი დანახვა შეუძლებელია. შემდეგი ინდიგოს ფერის სინათლის ტალღები იფანტება და მაღალი ადგილებიდან ჩანს. მისი დანახვა თვითმფრინავიდანაც შეგიძლიათ ჩვეულებრივ სიმაღლეზე ფრენისას.
შემდეგ კი, ლურჯი სინათლის ტალღები იფანტებიან 4-ჯერ უფრო მეტი ტემპით, ვიდრე წითელი სინათლისა. უფრო მოკლე ტალღის სიგრძის ლურჯი სინათლის მიმოფანტვა (ამას ემატება იისფერისა და ინდიგოს მიმოფანტვა) ბევრად აჭარბებს დანარჩენი ფერის ტალღის სიგრძეების მიმოფანტვას. აქედან გამომდინარე, ჩვენი თვალები ცას ლურჯ ფერად აღიქვამენ.
კაი, თუ ცა ლურჯია, ღრუბლები თეთრი რატომაა?
რელეის მიმოფანტვისგან განსხვავებით, სადაც სინათლის ტალღები ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე ატმოსფეროში არსებული აირები, ღრუბლების შემადგენელი წყლის წვეთები მზის სინათლის ტალღის სიგრძის მსგავსი ზომისაა. როდესაც წვეთები და სინათლის ტალღები ერთი ზომისაა, განსხვავებული მიმოფანტვა, სახელად „მაიეს მიმოფანტვა“, ხდება.
მაიეს მიმოფანტვა არ ასხვავებს ინდივიდუალურ ტალღის სიგრძის ფერებს და, აქედან გამომდინარე, ყველა ტალღის სიგრძეს ერთნაირად ფანტავს.
თუმცა, ღრუბლები ყოველთვის თეთრი არ არის, რადგან ატმოსფეროში არსებულმა ნისლმა და მტვერმა შეიძლება ისინი ყვითლად, ნარინჯისფრად ან წითლად გამოაჩინოს. ღრუბლის შესქელებასთან ერთად, მასში გამავალი მზის შუქი გაქრება ან დაიბლოკება, რაც ღრუბელს ნაცრისფერ შეფერილობას აძლევს. თუ პირდაპირი მზის სხივები არ ეცემა ღრუბელს, მან შეიძლება ცის შეფერილობა აირეკლოს და მოლურჯო გამოჩნდეს.
რელეი და მაიე
ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ღრუბლები წარმოიქმნება მზის ჩასვლის ან ამოსვლისას, როდესაც ისინი კაშკაშა ყვითლად, ნარინჯისფრად ან წითლად იფერება. ეს ფერები რელეისა და მაიეს მიმოფანტვის შედეგია.
როცა სინათლე ატმოსფეროში გადის, მოკლე ტალღის სიგრძის ლურჯი ფერი მიმოიფანტება, შედეგად კი უფრო გრძელი ტალღები რჩება. აქედან გამომდინარე, მზის შუქის დომინანტი ფერის ნაცვლად ეს გრძელი ტალღის სიგრძის სინათლე ჩნდება.
აგრეთვე, როდესაც სინათლე ატმოსფეროში შემოდის, ყველაზე მეტად დედამიწის ზედაპირთან ახლოს გარდატყდება, სადაც ატმოსფერო ყველაზე სქელია. ეს კი სინათლის ტრაექტორიას ატმოსფეროში უფრო აგრძელებს და რელეის მიმოფანტვა უფრო მძლავრად ხდება.
როცა სინათლე აგრძელებს ატმოსფეროში მოძრაობას, ყვითელი ტალღის სიგრძე მიმოიფანტება, შედეგად კი ნარინჯისფერი ტალღის სიგრძე რჩება. ამ უკანასკნელის გაბნევას კი მოჰყვება წითელი ფერის დომინანტობა.
აქედან გამომდინარე, მზის ამოსვლისას და ჩასვლისას, ღრუბლის ფერი არის ის, რა ფერის სინათლესაც იღებს რელეის მიმოფანტვის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ მზის ფერს მაიეს მიმოფანტვის გამო, რომელიც ფანტავს ყველა დარჩენილი ფერის ტალღას თანაბრად.
ფერის აღქმა
ზოგჯერ, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ღრუბლები ჩვეულებრივი ან მუქი ნაცრისფერი იქნება, ლურჯი ცის ან უფრო დიდი თეთრი ღრუბლების ფონზე. ამ ეფექტის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:
- ღრუბლები ნახევრად გამჭვირვალეა, რის გამოც ფონზე მყოფი ლურჯი ცა მოჩანს. ამის გამო მას უფრო მუქი გარეგნობა აქვს.
- უფრო გავრცელებული მიზეზი არის ის, რომ კონტრასტი ფონსა (ლურჯი ცა ან სხვა ღრუბლები) და წინა ფონზე მყოფ ღრუბელს შორის ფარავს ჩვენს მხედველობას. ზოგადად, ჩვენი თვალები წინა ფონზე მყოფ ღრუბლებს მუქად აღიქვამენ, როდესაც ფონად ძალიან მაღალი სიკაშკაშეა.
მეორე მიზეზის გამო მზის ლაქები უფრო მუქი ჩანს, ვიდრე მზის ზედაპირი. მზის სიკაშკაშე დამოკიდებულია ტემპერატურაზე და მზის ლაქების ტემპერატურა ბევრად დაბალია, ვიდრე მის გარშემო არსებული მზის ზედაპირი.
მზის ზედაპირთან შედარებით, მზის ლაქები საკმარისად მუქი ჩანს. თუმცა, მზის ლაქები ცალკე რომ ავიღოთ, ისინი მაინც იმდენად კაშკაშა იქნება, რომ შეუიარაღებელი თვალით მათი დაკვირვება შეუძლებელი იქნებოდა. ამ ორის სიკაშკაშეში კონტრასტი იწვევს მზის ლაქების მუქ გარეგნობას.
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
კომენტარები