DRI ამბობს, რომ პრორუსული ჯგუფებისა და ქართული ოცნების რიტორიკა თანხვედრაშია
ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინის ბრძანებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.
- ამ ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90 დღით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცათ.
- დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში შედიან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით.
- ასევე, გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენას უკრძალავდა.
- ოკუპანტი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები თბილისში კვირაში 7 რეისს გეგმავენ.
- მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლითაც მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ საქართველოში მოგზაურობისგან.
- "თუმცა, ამ ქვეყანაში სტუმრობისას უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ასპექტები, გამოიჩინოთ სიფრთხილე", — წერია განცხადებაში.
- იქვე სერგეი ლავროვის უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები პრინციპული მიდგომის შესაბამისია "ორი ქვეყნის მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად".
- DRI-ის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებას დადებითი შეფასებებით გამოეხმაურნენ საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფები.
დეტალები: ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმა, განსაკუთრებით, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მითის შექმნა პირდაპირი ფრენების აღდგენით თუ უვიზო რეჟიმის გაუქმებით, პრორუსული ძალადობრივი კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს პოლიტიკური სპეკულაციების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
- ამბობენ, რომ დაფუძნების დღიდან, დაჯგუფების ლიდერები ღიად აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა, რაც არაერთხელ დაასახელეს რუსეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტების მთავარ მიზეზად.
- მათივე თქმით, ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფების კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს ლიდერი კონსტანტინე მორგოშია საკუთარი პოლიტიკური აქტიურობის დამსახურებად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
- ამბობენ, რომ ისინი ღიად პრორუსული და ანტიდასავლური რიტორიკით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას.
გარდა ამისა, DRI ამბობს, რომ თუ ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო პირდაპირ და დაუფარავად აცხადებს საკუთარ პრორუსულ განწყობებს და საკუთარ მიღწევად წარმოაჩენს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, ქართული ოცნება ცდილობს ირიბად გამოხატოს კმაყოფილება რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით.
- ცდილობს, საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს, თითქოსდა აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინის პარალელურად, რუსული გავლენების გაძლიერება მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
- ასევე ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების დადებითი ეფექტის შესახებ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
კომენტარები