ქართულმა კომპანიამ — Noxtton მეტავერსში ოფისი გახსნა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეოს ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია ფეისბუქზე ავრცელებს.

Noxtton მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს. ორგანიზაცია ბიზნეს კორპორაციებს, არასამთავრობო სექტორსა და სტარტაპებს მრავალფეროვანი ტექნოლოგიური და საკონსულტაციო სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანიის პორტფოლიო ასობით ლოკალურ და გლობალურ პროექტს ითვლის. Noxtton თანამშრომლობდა სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არის: EBRD GULF, VEON, Red Cross და სხვა.

Noxtton-ს ფილიალები საქართველოში, შვეიცარიასა და ესტონეთში აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა მათ უკვე მეტავერსში შექმნილი ვირტუალური ოფისის გამოყენებაც შეუძლიათ. ქვემოთ შეგიძლიათ თვალი შეავლოთ, თუ როგორ გამოიყურება "ნოქსტონის" მეტა ოფისი:

რა არის მეტავერსი და რას მოგვიტანს ის მომავალში, ჩვენი შემდეგი სტატიებიდან და პოდკასტიდან შეგიძლიათ გაიგოთ: