მეტავერსი აქ არის: ფეისბუქის პირველი VR აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია
მას შემდეგ რაც ფეისბუქმა სახელი შეიცვალა და Meta დაირქვა, კომპანიამ გახსნა თავისი პირველი პროექტი, რომელიც ვირტუალურ რეალობასთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე პროექტი ხელმისაწვდომია ამერიკასა და კანადაში. თავის ვებსაიტზე გაკეთებულ განცხადებაში Meta-მ თქვა, რომ ვირტუალური რეალობის (VR) პლატფორმა, რომელიც გასულ წელს გამოვიდა მხოლოდ ბეტას სახით, ახლა თავისუფლადაა ხელმისაწვდომი.
ასევე: რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
ფეისბუქის მნიშვნელოვან რებრენდინგზე ოქტომბერს გავიგეთ. საუბარია ვირტუალურ რეალობაზე, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თამაშების თამაშიც. ამისთვის კომპანია 10 000 ახალ თანამშრომელსაც ქირაობს. ბევრისთვის ეს ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
უფრო ცხადი რომ იყოს, ეს ვირტუალური სამყარო ხელმისწავდომი იქნება მხოლოდ სპეციალური VR ყურსასმენებით, რომლებსაც კომპანია თავად აწარმოებს. უკვე ჩატვირთვის შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ შევიდნენ მეტა სამყაროში, სადაც ისინი ავატარების სახით იქნებიან წარმოდგენილნი.
საწყის ეტაპზე Meta ავრცელებს Arena Clash-ს, 3v3 ლაზერულ თამაშს. მათთვის, ვინც დაინტერესებულია არკადული სტილის მრავალმოთამაშიანი ბრძოლით, არის სპეციალური შეთავაზებები. თუ თქვენ სროლებით არ ხართ დაინტერესებული, გაქვთ შესაძლებლობა ფრენის, ან სულაც ნავზე კომფორტულად დაჯდომის და დასვენების.
კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ის ფაქტი, რომ Meta-ს ვირტუალური რეალობა უკვე გამოჩნდა თავისთავად საინტერესოა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები