NASA-ს აპარატმა მარსზე ყვავილის მსგავსი წარმონაქმნი დააფიქსირა — რასთან გვაქვს საქმე
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელი პლანეტის შესასწავლად გაშვებულმა მარსმავალმა Curiosity იქ გეოლოგიური წარმონაქმნი დააფიქსირა, რომელიც ყვავილს მოგვაგონებს.
ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ საქმე მინერალურ აგრეგატთან გვაქვს, რომლის სტრუქტურის ფორმირებაც წყალთან ურთიერთქმედების შედეგად დალექვის პროცესს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ობიექტები ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე აქამდეც შეუნიშნავთ. მათ დიაგენეტიკურ კრისტალურ შეჯგუფებებს უწოდებენ. ეს გახლავთ ხელახლა შეერთებული ან გადაწყობილი მინერალები, რომლებიც სამგანზომილებიანი კრისტალების მრავალი წყებისგან შედგება.
ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი წარმონაქმნები ძველად ქვაში იყო მოთავსებული, სანამ ეს უკანასკნელი ეროზიას განიცდიდა, რომელიც თავად ამ მინერალებზე არ მოქმედებს. მათ მეორენაირად კონკრეციასაც უწოდებენ, რომელიც მცირე ზომის ბურთულების სახით მარსზე მრავლად გვხვდება და ფოტოზე "ყვავილის" გვერდითაც ჩანს.
რაც შეეხება მცენარის მსგავს ობიექტს, ის Curiosity-ზე დამონტაჟებული კამერის, სახელად MAHLI მეშვეობით, ახლო ხედით გადაიღეს. მისი დეტალურად დათვალიერება წინამდებარე ვიდეოში შეგიძლიათ.
კომენტარები