ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, რომელსაც რუსეთმა ომი გამოუცხადა, მის ტერიტორიაზე შეიჭრა და სარაკეტო, საარტილერიო თუ საჰაერო დარტყმა მიაყენა (მეტის გასაგებად, თვალი მიადევნეთ NEWS.On.ge-ს ლაივბლოგს).

ვეროპა და ამერიკა უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის ქმედებებს გმობს. მათ უერთდება ქართველი ხალხი, აქაური მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გამონაკლისი არც ვიკიპედიის ქართული გუნდი აღმოჩნდა. მათი გადაწყვეტილებით, ონლაინ ენციკლოპედიის ქართულენოვანი გვერდის ლოგო, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერებში "შეიღება".

"ქართველ ვიკიპედიელთა გადაწყვეტილებით, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ლოგო დროებით უკრაინის დროშის ფერებში შევღებეთ! მშვიდობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს!", — ვკითხულობთ მათ მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.