ნახეთ: აპლიკაცია, რომელიც სანთელს თქვენ მაგივრად ჩააქრობს
დაბადების დღის ტორტზე სანთლების ჩაქრობა ბევრ ჩვენგანს უყვარს, თუმცა მათთვის, ვისაც ეს დიდიად არ ეხალისება, სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომელიც ცეცხლის ალს თქვენ მაგივრად შეუბერავს.
აღნიშნული პროგრამა Blower-ის სახელითაა ცნობილი და კომპანია Apple-ის App Store-შია ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობების მფლობელებს შეუძლიათ, კერძოდ, iPhone-ის, iPad-ისა და iPod-ის მომხმარებლებს.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს, რომ აპლიკაცია მართლაც მუშაობს და სანთლებს ძალიან მარტივად აქრობს. ამას ის ზემოხსენებულ მოდელებში ჩაშენებული დინამიკების გამოყენებით ახერხებს, საიდანაც ჰაერს უბერავს.
YouTube არხის The Action Lab მიერ გამოქვეყნებულ სადემონსტრაციო ვიდეოში, რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი, წამყვანი გვიხსნის, თუ როგორ ფუნქციონირებს პროგრამა. მისი განცხადებით, სმარტფონი (ან Apple-ის სხვა მოწყობილობა) ცეცხლთან ახლოს უნდა დავიჭიროთ და მას დინამიკი მივუშვიროთ. შედეგად, ბგერითი ტალღების მოძრაობისას წარმოქმნილი ენერგია სანთელს აქრობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ნაკადი მას სწორად დავუმიზნოთ.
კომენტარები