iOS 15.4-ის ბეტა ვერსიის ამერიკელი მომხმარებლებისთვის Siri-ს ახალი ხმა დაემატა
ამერიკელ მომხმარებლებს, რომლებიც iOS 15.4-ის ბეტა 4 ვერსით სარგებლობენ, Apple თავისი ვირტუალური ასისტენტის, Siri-ს ახალ ხმას სთავაზობს, რომელიც Quinn-ის სახელითაა ცნობილი. ეს კომპანიის ოპერაციული სისტემის განახლების მასშტაბებზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.
შეგახსენებთ, რომ იმავე სახის ცვლილება შარშან iOS 14.5-საც შეეხო, კერძოდ, Siri-ს მაშინ 2 ხმა დაემატა და ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, ქალის ვოკალიზაციის ნაცვლად, არჩევანი კაცისაზე შეეჩერებინათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს და სხვა მსგავსი სიახლეები მრავალფეროვნების ხელშეწყობას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ეს "ამერიკელი" Siri-ს რიგით მე-5 ხმაა და აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. მის დასაყენებლად Siri & Search-ის მეშვეობით პარამეტრებში უნდა შეხვიდეთ და Siri Voice-ში სასურველი ვარიანტი აარჩიოთ.
კომენტარები