რაკეტა, რომელიც მალე მთვარეს შეეჯახება, SpaceX-ის არ აღმოჩნდა
გასული თვის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთვარისკენ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტის მეორე საფეხური მიიწევს, რომელიც, კოსმოსში 6-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, მას 4 მარტს შეეჯახება. ახალი დაკვირვების შედეგად კი დაადგინეს, რომ სინამდვილეში საქმე ჩინურ აპარატთან გვაქვს, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე ხომალდის გასაშვებად 2014 წელს გამოიყენეს.
Falcon 9-ის მეშვეობით 2015 წელს ორბიტაზე აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევების ეროვნული სამმართველოს (NOAA) კუთვნილი ობსევატორია გაგზავნეს. დამოუკიდებელმა მეცნიერმა, ბილ გრეიმ მთვარისკენ მიმავალი ობიექტის, სახელად WE0913A-ის მახასიათებლები გააანალიზა და დაასკვნა, რომ ეს სწორედ SpaceX-ის ზემოხსენებული რაკეტა იყო. მას სხვა სპეციალისტებიც დაეთანხმნენ.
თუმცა, NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში მომუშავე ჯონ ჯორჯინმა აღმოაჩინა, რომ WE0913A-ის ტრაექტორია Falcon 9-ისას არ ემთხვეოდა. მისი განცხადებით, ეს ჩინური აპარატის, Long March 3C-ის მესამე საფეხურია, რომელიც მისია Chang'e 5-T1-ის ფარგლებში გაუშვეს. ამას თავად გრეიც ადასტურებს.
როგორც ცნობილია, ის მთვარის შორეულ მხარეს 4 მარტს, თბილისის დროით 16:26 საათზე შეეჯახება, მაგრამ ამას დედამიწიდან ვერ დავინახავთ. სამაგიეროდ, შესაძლებლობა გვექნება, შევისწავლოთ შედეგად გაჩენილი კრატერი, რომელიც 10-დან 20 მეტრამდე მანძილზე იქნება გადაჭიმული.
კომენტარები