საქართველოს ბანკი მეტავერსში ინაცვლებს — რას ნიშნავს ეს
საქართველოს ბანკის მიერ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მალე მას მეტავერსში შევხვდებით. მეტავერსი ალტერნატიული რეალობაა, რომელზეც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია მუშაობს, მათ შორის კი სოციალური მედიის გიგანტი Meta. ეს ყოფილი Facebook-ია, რომელმაც სახელი სწორედ მეტავერსის შექმნის ამბიციის კვალდაკვალ შეიცვალა.
ეს პირველი პრეცედენტია, როცა ქართულმა კომპანიამ/ბანკმა მეტავერსში გადანაცვლების შესახებ განაცხადა.
საქართველოს ბანკის მეტავერსში არსებობასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა გადაწყვეტილების შესახებ უკვე ოფიციალურად გავიგეთ. შეგახსენებთ, რომ მეტავერსში მიწის შეძენა და მასზე სასურველი ობიექტის "აგებაცაა" შესაძლებელი.
Meta-მ უკვე შექმნა მეტავერსის საცდელი ვერსია — ვირტუალური რეალობის (VR) პლატფორმა, რომლის გამოყენებაც უკვე შესაძლებელია. სავარაუდოდ, სწორედ ამ პლატფორმაზე ფუნქციონირებას ეხება საქართველოს ბანკის განცხადება.
რა არის მეტავერსი და რას მოგვიტანს ის მომავალში, ჩვენი შემდეგი სტატიებიდან და პოდკასტიდან შეგიძლიათ გაიგოთ:
კომენტარები