Meta მსოფლიოში უმძლავრესი, Al-ზე მორგებული სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობს
კომპანია Meta მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნაზე მუშაობს. ის ხელოვნურ ინტელექტზე იქნება მორგებული, რომელსაც ხმის ამოცნობისა და სხვადასხვა ენაზე ავტომატური თარგმნის ფუნქციების გაუმჯობესებაში, ასევე, სამგანზომილებიანი მეტავერსის აგებაში დაეხმარება.
ასევე, იხილეთ: ექსპერტების ნაწილის თქმით, მალე ადამიანები მთელ ცხოვრებას მეტავერსში გაატარებენ
მოწყობილობა, სახელად AI Research SuperCluster უკვე ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასრულებული სახით არაა წარმოდგენილი. მან თავის წინამორბედსაც კი აჯობა, რომელიც 22 000 გრაფიკულ პროცესორს აერთიანებს და ვიდეოთამაშებისთვისაა განკუთვნილი.
Meta-ს ახალი ციფრული სისტემა ამჟამად 6080 გრაფიკულ პროცესორს შეიცავს, რომელსაც ძველი ვარიანტისგან სიმძლავრე გამოარჩევს. აღსანიშნავია, რომ ის მასშტაბური AI მოდელების გამოცდას 3-ჯერ სწრაფად ახერხებს და ქმედითუნარიანობით NERSC-ის სუპერკომპიუტერს, Perlmutter-ს უტოლდება, რომელიც შეფასებით ტოპ 500-ეულში მე-5 ადგილს იკავებს.
AI Research SuperCluster საერთო ჯამში 16 000 გრაფიკული პროცესორით აღიჭურვება და ახლანდელზე თითქმის 3-ჯერ უკეთ იმუშავებს. ის უსწრაფესი AI-ოპტიმიზირებული სუპერკომპიუტერი იქნება, რომლის წარმადობაც 5 ექსაფლოპსს მიაღწევს.
აღნიშნული მოწყობილობა კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისთვისაა შექმნილი. კერძოდ, ისეთი უდიდესი მოდელებისთვის, რომლებიც ტრილიონობით პარამეტრისგან შედგება (ეს უკანასკნელი ტვინის უჯრედების კავშირების ეკვივალენტურია). მეცნიერები მასზე სერიოზულ იმედს ამყარებენ, მაგრამ იმასაც არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული ხარვეზები აქაც დაფიქსირდეს.
კომენტარები