ჩინეთში უძველესი ყვავილის ნამარხი აღმოაჩინეს — ეს ყველაფერს ცვლის
ჩინეთში მკვლევრებმა ყვავილის კვირტის უძველესი ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ყვავილების ევოლუციის მხრივ ბევრ რამეს ცვლის. ეს ნიშნავს, რომ ყვავილების ევოლუცია მილიონობით წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
"ბევრ პალეობოტანიკოსს უკვირს მსგავსი ნამარხის აღმოჩენა, რადგან ის წიგნებში სხვანაირად წარმოგვედგინა. თუმცა, ეს არც ისე გასაკვირია", — უთხრა Live Science-ს ნანკინის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის ინსტიტუტიდან სინ ვანგმა.
ვანგი აღმოჩენის შესახებ ახალი ნაშრომის უფროსი ავტორია, რომელიც გამოქვეყნდა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების ჟურნალში.
ყვავილი, რომელიც აღმოაჩინეს მკვლევრებმა — Florigerminis jurassica — ყვავილოვანი მცენარის სახეობაა. ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობა გარკვეული კამათის საგანია პალეობიოლოგიაში: ყვავილები, როგორც წესი, ზედმეტად მყიფეა, რათა გადარჩნენ მილიონობით წლის განმავლობაში ნამარხის სახით, ამიტომ მათი ევოლუციის მტკიცებულებები გაბლარულია.
ადრე ცნობილი იყო, რომ ისინი არსებობდნენ ჯერ კიდევ ცარცულ პერიოდში 66-დან 145 მილიონი წლის წინ, მაგრამ არის რამდენიმე ნამარხი, რომლებიც მათ უფრო ადრეულ წარმოშობაზე მიანიშნებს.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მათი ახალი აღმოჩენა გამოიწვევს ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობის გადახედვას.
"ყვავილოვანი მცენარეების ევოლუციის ციკლი გადახედვას საჭიროებს", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები