მეცნიერები ქმნიან ახალ ვაქცინას, რომელიც კანის კიბოსგან დაგვიცავს
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (OSU) მეცნიერებმა შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც დაიცავს მზისგან გამოწვეული კანის კიბოსგან. ეს ყველაზე გავრცელებული კიბოა შეერთებულ შტატებში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიხედვით.
ახალი ვაქცინა მესეჯნერ რნმ-ზე იქნება, როგორიცაა Moderna და Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები.
"მელანომანას გამაფრთხილებელი ნიშნებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედების საშიშროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მიუხედავად, მელანომის შემთხვევები კვლავ იზრდება", — განაცხადა არუპ ინდრამ, OSU-ს პროფესორმა და კვლევის ლიდერმა განცხადებაში.
კვლევა ეფუძნებოდა თიორედოქსინის ანტიოქსიდანტურ სისტემაში არსებულ ცილას, სახელწოდებით TR1. მიიჩნევა, რომ ამ ცილას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ოქსიდაციური სტრესი მელანოციტებზე — კანის უჯრედებზე, რომლებიც გამოწვეულია მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით.
თაგვებზე ჩატარებულ კვლევაში მათგან TR1 ცილა ამოიღეს. ეს იმისთვის რათა შეეფასებინათ როგორ მოქმედებდა ცილა მელანოციტების დაცვის მხრივ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ TR1-ის გარეშე მელანოციტების პროლიფერაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.
შესაბამისად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ TR1 ცილა პირდაპირ გავლენას ახდენს მელანოციტებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის კიბოს პრევენციაზე. ანუ, თუ ვაქცინას შეუძლია მეტი TR1-ის გამომუშავება, მას შეუძლია დაიცვას მზისგან გამოწვეული უჯრედული დაზიანებისგან.
მკვლევრების თქმით, კანის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე ადამიანებს ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ. კვლევა ჟურნალ Investigative Dermatology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები