მასკი ადასტურებს — Tesla-ს მერჩის ყიდვა Dogecoin-ით იქნება შესაძლებელი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Tesla Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი გადახდის საშუალებად Dogecoin-საც მიიღებდა და შედეგებს დააკვირდებოდა. მაშინ მისმა ტვიტმა Doge-ის ფასი თითქმის 20%-ით გაზარდა.
დღეს, სულ რამდენიმე საათის წინ მასკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Doge-ის მეშვეობით ტესლას მერჩის შეძენა უკვე შესაძლებელია.
"ტესლას მერჩის შეძენა Dogecoin-ით უკვე შესაძლებელია" — დატვიტა მასკმა დღეს.
დღევანდელ ტვიტსაც კოინის სწრაფი ზრდა მოჰყვა. ის თითქმის 18%-ით გაიზარდა და $0.20-იან ნიშნულს მიაღწია.
მასკი კრიპტოვალუტებზე ხშირად ტვიტავს ხოლმე და დოჯკოინი მისი საყვარელი კრიპტოა. მასკმა Doge-ს "ადამიანების კრიპტო" შეარქვა. მისი დახმარებითა და ტვიტებით გამოწვეული აჟიოტაჟით 2021 წელს Doge-ის ფასი 4000%-ზე მეტით გაიზარდა.
კომენტარები