მკვლევართა გუნდი კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრობს — ის დელტასა და ომიკრონს აერთიანებს
კვიპროსში, მკლევართა გუნდმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინა და როგორც ირკვევა, ის დელტასა და ომიკრონს აერთიანებს. ამის შესახებ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი და ბიოტექნოლოგიებისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლეონიდოს კოსტრისკი იტყობინება.
"ამჟამად ფიქსირდება ომიკრონისა და დელტას ინფექციები და ჩვენ აღმოვაჩინეთ შტამი, რომელიც ამ ორის კომბინაციაა", — თქვა კოსტრიკისმა Sigma TV-სთან ინტერვიუში. აღმოჩენილ შტამს "დელტაკრონს" უწოდებენ, ჩვენთვის აქამდე ცნობილი ორი შტამის გაერთიანები საფუძველზე.
მკვლევართა გუნდმა დელტაკრონის 25 შემთხვევა აღრიცხა, ხოლო სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ კომბინირებული ინფექციის სიხშირე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში უფრო მაღალია, ვიდრე მათში, ვინც ინფექციას სახლის პირობებში უმკლავდება. 25-ივე შემთხვევის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაცია GISAID-ს, რომელიც ვირუსის ცვლილებას ადევნებს თვალს.
"მომავალში დავინახავთ, შტამი უფრო პათოლოგიურია, გადამდები თუ აქვს დომინანტურად ქცევის პერსპექტივა", — ამბობს ლეონიდოს კოსტრისკი. ჯერჯერობით, შტამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განცხადება არ გაუვრცელებია.
ასევე იხილეთ: როგორ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე
კომენტარები