Intel-მა CES 2022-ზე მე-12 თაობის ახალი პროცესორები წარადგინა
CES 2022-ზე ინტელს ახალი თაობის პროცესორები ან რაიმე ამდაგვარი არ წარუდგენია, თუმცა შარშან, როდესაც ინტელმა Alder Lake არქიტექტურაზე მომუშავე მე-12 თაობის პროცესორები გამოუშვა, მათი სია ძალიან მწირი იყო და რამდენიმე მაღალი წარმადობის გეიმინგ პროცესორით შემოიფარგლებოდა. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, მე-12 თაობის სულ 6 პროცესორი იყო ხელმისაწვდომი. წელს კი, ინტელმა Alder Lake-ის 22 ახალი პროცესორი დააანონსა და მათი ფასი $42-დან (Celeron G6900) $489-მდე (i9-12900) იქნება.
პროცესორებში ბევრი სიახლე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის, ისინი შარშანდელ Alder Lake არქიტექტურაზე აიგო. ინტელმა უბრალოდ თავისი დახლი გაამრავალფეროვნა, რაც ლოგიკური და მოსალოდნელი იყო.
პროცესორების გარდა Intel-მა დედაპლატების არჩევანიც გააფართოვა და სულ მალე ახალ H670, B660 და H610 დედაპლატებს ვიხილავთ. ტოპ ვერსია Z690 იქნება.
Intel-მა პროცესორებისთვის ახალი ქულერებიც გამოუშვა, რომლებიც მძლავრ, 65W პროცესორებს მოყვება. ქულერი სამი ცალი იქნება Laminar RH1, რომელსაც RBG განათება ექნება და i9 პროცესორებს მოყვება, მეორე ქულერს, Laminar RM1-ს კი Core i7, i5 და i3 ჩიპები მიიღებენ. მესამე, Laminar RS1 ქულერი ყველაზე სუსტი Pentium და Celeron ჩიპებისთვის იქნება განკუთვნილი.
ერთადერთი სიახლე, რომელიც წინგადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია ჩავთვალოთ Core i9-12900KS-ის წარდგენა იყო. პროცესორის მაქსიმალური სიჩქარე ერთ ბირთვზე 5.5GHz იქნება, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. შედარებისთვის უბრალო i9-12900 5.2GHz-ზე მეტს ვერ აღწევს.
ახალი, 65W და 35W-იანი მე-12 თაობის Alder Lake პროცესორები უკვე ხელმისაწვდომია და მათი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კომენტარები