Vox-ის თანახმად, ომიკრონის ვარიანტს "ჩვეულებრივი გაციების" მსგავსი სიმპტომები აქვს
კვლევების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი — ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ როგორც Vox იტყობინება, ის ახლა სიმპტომებით ძალიან ჰგავს "ჩვეულებრივ გაციებას".
მაგალითად, 2020 წელს ცხელება, ხველა და ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა იყო კლასიკური სიმპტომები, რომლიც ვლინდება COVID-19-ის დროს. თუმცა, ომიკრონით ინფიცირებულებს აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სურდო, თავის ტკივილი, დაღლილობა, ცემინება და ყელის ტკივილი, იტყობინება Vox. მიუხედავად სიმპტომების მსგავსებისა, ექსპერტები მოგვიწოდებენ ომიკრონს სერიოზულად მივუდგეთ.
Vox-ის მოხსენება ეფუძნება წინასწარ მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისგან. საუბარია დაახლოებით 200-მდე პიროვნებაზე დიდ ბრიტანეთში. მსგავსი შედეგები გამოავლინა ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევამაც.
Vox-ის ანგარიშის თანახმად, მძიმე დაავადებები ასევე იწყება მსუბუქი სიმპტომებით და იმის გათვალისწინებით, რომ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა, ის საკმაოდ სახიფათოა. სახიფათოა თავად სიმპტომების მსგავსება სხვა ვირუსებთან, რადგან ასე უფრო რთულია COVID-19-ის გამოვლენა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის რაც ომიკრონის შტამზე არ ვიცით. თუმცა, ის რომ ვაქცინები ამ ახალი შტამის შემთხვევაშიც ეფექტიანია ეს უკვე ცნობილია.
კომენტარები