ბილ გეიტსის თქმით, ომიკრონი შეიძლება პანდემიის ყველაზე უარესი ნაწილი იყოს
ბილ გეიტსი, Microsoft-ის დამფუძნებელი და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანადამფუძნებელი, ფიქრობს, რომ შეიძლება პანდემიის ყველაზე მძიმე ნაწილს ვუახლოვდებით. მიზეზი ომიკრონია, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მთელს მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება და ამას ემატება სადღესასწაულო პერიოდი, რა დროსაც ადამიანების აქტივობა დიდი იქნება.
გეიტსმა ტვიტერზე დაწერა, რომ მის ახლო მეგობრებს ვირუსი დაუდასტურდათ, ამიტომ მომავალ დღესასწაულებთან დაკავშირებით გეგმების უმეტესობა გააუქმა. ფილანტროპმა სხვებსაც იგივე მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი შტამის — ომიკრონის ფონზე.
მან აღნიშნა, რომ Omicron ბოლომდე ჯერ არ არის შესწავლილი. თუმცა, დელტაზე ნახევრად მძიმეც რომ იყოს, მისი უაღრესად ინფექციური ხასიათის გათვალისწინებით, შეიძლება პანდემიის ყველაზე უარესი ნაწილი იყოს.
CNN-ის ანგარიშის თანახმად, ბოლო დროს აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. მაგალითად, გასულ კვირას ქვეყანაში საშუალოდ 148 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ეს 23 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა კვირის შემთხვევები.
გეიტსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინები შექმნილია იმისთვის, რათა ადამიანები დაიცვას როგორც დაავადებების მძიმე ფორმისგან, ისე სიკვდილისგან. მან ასევე თქვა, რომ ახალი შტამი ნელ-ნელა დომინანტი ხდება და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ასევე: ბილ გეიტსი — მომდევნო პანდემიებისთვის მოსამზადებლად გლობალური ძალისხმევაა საჭირო
კომენტარები