Nike-მა შეიძინა კომპანია, რომელიც მეტავერსისთვის NFT ბოტასებს ქმნის
NFT-ების ყიდვა და შეგროვება 2021 წლის ტრენდად იქცა. ადამიანები NFT-ებში მილიონობით დოლარს აბანდებენ. ტრენდს არც ტექნოლოგიური გიგანტები ჩამორჩნენ. ფეისბუქი მეტავერსის შექმნას გეგმავს.
თუ ვირტუალური სამყარო რეალობასთან მიახლოებული იქნება, მაშინ ადამიანებს იქ ისეთივე საჭიროებები ექნებათ, როგორიც ახლა აქვთ. მაგალითად, ჩვენ დაგვჭირდება ტანსაცმელი.
ამაზე Nike-მაც იფიქრა და RTFKT Studios შეძენა გადაწყვიტა. ეს კომპანია ვირტუალური რეალობისთვის სხვა NFT-ებთან ერთად ბოტასებსაც ქმნის. Nike-ის თქმით, "ეს არის მოწინავე ბრენდი, რომელიც მომავლის ტექნოლოგიებისა და გეიმინგ კულტურის იდეალურ შერწყმას გვიჩვენებს".
RTFKT-ის თქმით, თებერვალში, ახალგაზრდა არტისტ FEWOCiOUS-სთან კოლაბორაციით მათ გამოუშვეს ბოტასები, რომლებსაც ვირტუალური NFT ანალოგებიც ჰქონდა. კომპანიის თქმით, პროდუქტის განთავსებიდან 6 წუთში 600 წყვილი გაიყიდა. ჯამურმა შემოსავალმა, $3.1 მილიონი შეადგინა. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც NFT ყველასათვის ცნობილი არ იყო.
შეთანხმების დაანონსების მიუხედავად, Nike-ს არ გაუმხელია თუ რა თანხად იქნება შეძენილი RTFKT. ნაიკმა უკვე მოაქცია ახალი ბრენდი თავისი ლოგოების ქვეშ და გიფიც შემოგვთავაზა:
RTFKT 2020 წლის იანვარში დაარსდა. კომპანიის მიზანია "დააჩქარონ ციფრული მომავლის განვითარება".
კომენტარები