მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება — ფიზიკური აქტივობის გარეშე
ზარმაცებო, აი ის მომენტიც! მეცნიერები ამუშავებენ აბს, რომელიც იმეორებს ვარჯიშის ეფექტს და ეს ყველაფერი რეალური ფიზიკური აქტივობის გარეშე.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს მოლეკულური სიგნალი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ეგზავნება ჩვენს ტვინსა და თვალებს. უფრო კონკრეტულად, ეს სიგნალები ლიპიდური ნაწილაკების მეშვეობით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადადის.
მკვლევრებმა ნაშრომი ჟურნალ Clinical & Experimental Ophthalmology-ში გამოაქვეყნეს. ახლა მათ სურთ გამოიყენონ ეს ნაწილაკები, რათა შექმნან აბი, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნება ვიტამინის მსგავსად.
"ეს არსებითად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის ვისაც ვარჯიში არ შეუძლია", — განაცხადა რიკარდო ნატოლიმ, Clear Vision Research-ის ხელმძღვანელმა და კვლევის თანაავტორმა.
გუნდს თავდაპირველად სურდა ვარჯიშის ეფექტი ბადურაზე გამოეცადა. მკვლევრებმა იცოდნენ, რომ ვარჯიში მხედველობისთვის სასარგებლოა, თუმცა, მათ არ ესმოდათ ამის სრული ეფექტი.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვარჯიშის სარგებელი ბევრად აღემატება იმას, რაც აქამდე იყო ცნობილი. ბადურაზე ვარჯიშის ეფექტი დიდად არ იყო შესწავლილი", — ამბობენ მკვლევრები.
ახლა მათ სურთ ამ კვლევის საფუძველზე შექმნან მკურნალობისა და თერაპიების მეთოდები, მათთვის ვისაც ნევროლოგიური დაავადებები აწუხებს. ეს ასევე სასარგებლო იქნება პარაპლეგიის (ზედა ან ქვედა ორივე კიდურის დამბლა) მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ გამოიყენონ კიდურები ვარჯიშისთვის.
შესაბამისად, მსგავსი ინოვაცია ზარმაცების გარდა, შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები