უძველესი ავსტრალიური მცენარე, შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს — კვლევა
ჰერბალიზმი (ბალახეულით მკურნალობა) თითქმის იმდენი ხანია არსებობს, რაც კაცობრიობა. ადამიანები ამ მეთოდს ოდითგანვე მიმართავდნენ. წარსულში, სანამ თანამედროვე მედიცინა გამოჩნდებოდა, საზოგადოებები ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეყრდნობოდნენ.
ახლა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ანტიკური მცენარის ფოთლები, რომელსაც ოდესღაც სამკურნალოდ იყენებდნენ, ეფექტურია კიბოს წინააღმდეგ.
მეცნიერთა აზრით, ის რაც Eremophila galeata-ს მნიშვნელოვანს ხდის არის ფლავონოიდების მდიდარი რესურსი, მცენარეული ნაერთი, რომელიც ხელს უშლის გადამტანი ცილების გამოდევნას კიბოს უჯრედიდან. ეს შეგვიძლია როგორც წამლის ერთგვარი დამხმარე ისე აღვიქვათ. ამასთან, კონკრეტული მცენარე არ არის ერთადერთი Eremophila-ს სახეობა, რომელიც შეიცავს ფლავონოიდებს, ამ ოჯახის ზოგიერთ სხვა წევრს ასევე აქვს ანტიდიაბეტური, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო შესაძლებლობები.
საბოლოოდ, მცენარის ტესტირების შემდეგ, ჯგუფმა შენიშნა, რომ მისი ფისი რეალურად ზრდის ქიმიოთერაპიის ეფექტს მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედებზე.
ამ მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე მედიცინის განვითარების ფონზე, რომელიც ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, უძველესი ცივილიზაციების სამკურნალო პრაქტიკა კვლავ აქტუალურია. ეს ნიშნავს, რომ უძველესი მეთოდების გამოყენება თანამედროვე მედიცინასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები