SpaceX-ის Starship პირველ ორბიტალურ ფრენას 2022 წელს განახორციელებს
SpaceX-ის გამშვები რაკეტა Starship, რომელიც მთვარეზე ადამიანებს კიდევ ერთხელ გაგზავნის, პირველ ორბიტალურ ფრენას 2022 წელს განახორციელებს.
მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ნაციონალურ აკადემიასთან შეხვედრისას SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, რომ პირველ ტესტებს ისინი დეკემბერში გამართავენ, პირველი ფრენა კი იანვარში განხორციელდება, ამის შესახებ ინფორმაციას Bussines Insider ავრცელებს.
Starship ყველაზე დიდი გამშვები რაკეტა იქნება, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია. ის ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ამძრავი მოწყობილობა, რომელსაც Super Heavy ეწოდება, ხოლო მეორე თვითონ Starship იქნება. ეს ორივე კომპონენტი SpaceX-ის Raptor ძრავებით იქნება აღჭურვილი. ხომალდის საბოლოო ვერსიაში, Super Heavy-ს 33 Raptor ძრავი ექნება, ხოლო Starship-ს 6. ორივე კომპონენტი ისეა დამზადებული, რომ მათი გამოყენება ხელახლა იქნას შესაძლებელი. SpaceX-ის გეგმით, Starship-მა სამომავლოდ მარსზე დაჯდომაც უნდა შეძლოს.
მასკი ამბიციური გეგმებით ცნობილია. გაფრენის პირველ თარიღად 2019 წელი იყო დასახელებული. მას შემდეგ, რაც ეს გეგმა ვერ განხორციელდა, გაშვების თარიღმა 2021 წლამდე გადაიწია. სთარშიფისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ნასამ 2024 წელს მთვარეზე ადამიანების გაგზავნა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს გეგმამ 2025 წლადე გადაიწია, Starship-ის განვითარებისთვის ამას ხელი არ შეუშლია.
მაისში, Starship-მა — სერიული ნომრით SN15 სატესტო ფრენა 3 რაპტორის ძრავით განახორციელა და 10 კილომეტრამდე აფრინა. ამჟამდინდელ ვერსიას — SN20-ს რაპტორის 6 ძრავი აქვს, მთლიანად Super Heavy-ს კი 29, რაც იმას ნიშნავს რომ ის თითქმის დასრულებულია.
"აფრენის შემდეგ ბუსტერი მექსიკის ყურეში დაეშვვება, ხოლო SN20 დედამიწას ერთ წრეს დაარტყავს და ისევ წყნარ ოკეანეში დაბრუნდება", — აღნიშნავს Space.com.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ჯერ გეგმაა. ილონ მასკიც აღნიშნავს, რომ პირველი გაფრენა უმარავ რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა კომპანიას მომდევნო კალენდარულ წელში ათზე მეტი ორბიტალური ფრენა აქვს დაგეგმილი, სწორედ ამიტომ, ისინი ყველანაირად შეეცდებიან 2022 წელს პირველი წარმატებული ფრენის განხორციელებას.
მასკი იმედოვნებს, რომ სთარშიფი ადამიანებისათვის კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავჯდეთ მთვარესა თუ მარსზე არაერთხელ, გაცილებით იაფად და უსაფრთხოდ.
კომენტარები