აივ ინფექციის მქონე პაციენტი ვირუსისგან სპეციფიკური მკურნალობის გარეშე განიკურნა
უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა არგენტინაში — ქალის ორგანიზმი სამედიცინო ჩარევის გარეშე აივ ინფექციისგან გათავისუფლდა.
პაციენტს ინფექცია პირველად 2013 წელს დაუდგინდა, თუმცა, ახლა მან გაიარა შესაბამისი ტესტი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ვირუსის ნიშნები და სიმპტომები აღარ აღენიშნება. ინფორმაციას Science Alert ავრცელებს.
აივ ინფექცია სხეულის იმუნურ სისტემას უტევს და თუ მას არ ვუმკურნალებთ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. დღეს სპეციალური მკურნალობის მეთოდები გამოიყენება ინფექციის უარყოფითი ეფექტების შესაჩერებლად. ამ ფორმებით მეცნიერები ვირუსის გავრცელებას უშლიან ხელს. ერთ ასეთ მეთოდს ფუნქციური განკურნება ეწოდება.
მეორე გზა, თუმცა ბევრად რთული მისაღწევად, არის ვირუსის ან მისი რეპლიკაციური კომპონენტების სრული ლიკვიდაცია ორგანიზმში. მას სტერილიზაციის კურსი ეწოდება და სწორედ ასეთი შედეგი მიიღო არგენტინელმა ქალმა.
არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ასეთმა მკურნალობის მეთოდმა სრულ წარმატებას მიაღწია. ისინი "ბერლინის პაციენტისა" და "ლონდონის პაციენტის" სახელებითაა ცნობილი. ამ აივ-დადებითმა პირებმა მიიღეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც ორგანიზმს დაეხმარა ვირუსთან ბრძოლაში და მის სრულად აღმოფხვრაში. თუმცა, არგენტინელ პაციენტს არ მიუღია ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და, როგორც ჩანს, მისი განკურნება მხოლოდ ანტივირუსული საშუალებებით მოხდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ქალმა ანტივირუსული მედიკამენტები 2019 წლიდან 2020 წლის ფარგლებში მიიღო, რა დროსაც ის ორსულად იყო. სრულად ჯანმრთელი და აივ-უარყოფითი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალმა შეწყვიტა თერაპია. როგორც ჩანს ამ დროს მისი ორგანიზმიდან ვირუსი სრულად აღმოფხვრილი იყო.
ასეთ პირებს, რომლებიც აივ ინფექციისგან რაიმე სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ინკურნებიან, მოიხსენიებენ როგორც "ელიტარულ კონტროლერებს" ან "ბუნებრივ სუპრესორებს", იტყობინება Science Alert.
ასევე: ახალმა ვაქცინამ მაიმუნებში აივ ინფექცია სრულად გაანადგურა — კვლევა ადამიანებზეც დაიწყება
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი შეიძლება არ იყოს გამოვლენილი კომერციულად ხელმისაწვდომი PCR ტესტებით, კვლევის მიზნებისთვის გამოყენებული სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტები ბევრად უფრო ზუსტია. არგენტინელი ქალის შემთხვევაში, ინფექციის დაფიქსირება ვერც სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევით მოხერხდა.
პაციენტმა მოახერხა ვირუსის მთლიანად აღმოფხვრა ორგანიზმიდან ინფექციის ბუნებრივი მიმდინარეობისას. მსგავსი შემთხვევა აქამდე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, კალიფორნიელ პაციენტში, ლორინ ვილენბერგში.
თუმცა, ეს მაინც ვერ ჩაითვლება იმის მტკიცებულებად, რომ აივ ინფექცია ბუნებრივი გზით ინკურნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს დასკვნა არის ემპირიული და დაკვირვების საფუძველზე, მაგრამ ამ პროცესზე კვლევის დონეზე დაკვირვება არ მომხდარა.
დასკვნა გამოქვეყნდა Annals of Internal Medicine-ში.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები