ჩინეთმა ამერიკას გადაასწრო და დღეიდან ის მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა
უკანასკნელ ორ ათწლეულში დედამიწა ბევრად უფრო მდიდარი გახდა. ეს ყველაფერი გიგანტურ ქვეყნებზე ყველაზე მეტად აისახა. დღეს კი, McKinsey & Co-ს მიერ გამოქვეყნებული გლობალური საფინანსო ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაასწრო და ის ამიერიდან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანაა.
მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. მსოფლიოს უკვე ყავს ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც კოსმოსისა და სხვა პლანეტების ათვისებაზე აქტიურად მუშაობენ. რას გვიქადის მომდევნო ათწლეული ჯერ არ ვიცით, მაგრამ მანამდე ჩინეთის გამდიდრებაზე გავამახვილოთ ყურადღება.
McKinsey & Co-ს მკლევრებმა გაანალიზეს იმ 10 ქვეყნის მონაცემები, რომლებიც მსოფლიოს შემოსავლის 60%-ს უყრიან თავს.
"დედამიწის არსებობის ისტორიაში ჩვენ ახლა ყველაზე მდიდრები ვართ" — ამბობს Jan Mischke ბლუმბერგთან საუბარისას.
მთელი მსოფლიოს სიმდიდრე 2020 წელს $514 ტრილიონამდე გაიზარდა. 2000 წელს ეს რიცხვი 156 ტრილიონს შეადგენდა. მსოფლიოს შემოსავლის 1/3 ჩინეთზე მოდის. ქვეყნის სიმდიდრე 2000 წელს 7 ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული, დღეს კი ჩინეთის მთელი სიმდიდრე 120 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. ჩინეთის სწრაფ ზრდას ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (World Trade Organization) გაწევრიანებამაც შეუწყო ხელი.
ზრდა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, იგივე დროში, ანუ ბოლო ორ ათწლეულში აშშ-მ თავისი სიმდიდრის გაორმაგება შეძლო და ახლა ის 90 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.
ამერიკა და ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკებია, თუმცა მსოფლიო სიმდიდრის დიდი ნაწილი უძრავი ქონების უმდიდრეს მფლობელებზე (10%) მოდის. McKinsey-ის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მსოფლიო სიმდიდრის 68% უძრავ ქონებაშია მოქცეული, თუმცა ამაში შედის ავტომობილები, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, სხვადასხვა პატენტები და ინტელექტუალური საკუთრება.
კომენტარები