პატივს ვცემ პროტესტის ამ ფორმას, მაგრამ მინდა, რომ ჯანმრთელობა გადაირჩინოს — დეკანოიძე სააკაშვილზე
ფოტო: ხატია დეკანოიძის ფეისბუქგვერდი
ნაციონალური მოძრაობის წევრისა და ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ფორმა შეამსუბუქოს, რადგან, მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
"რაღაცნაირად, შინაგანად მინდა, რომ მან ჯანმრთელობა გადაირჩინოს. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მის არჩევანს, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმის, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, მეჩვენება, რომ ადამიანურად აუცილებლად უნდა ვუთხრა მას, რომ ყველაფერი გააკეთოს მან და გავაკეთოთ ჩვენ, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს და ეს გულისხმობს, ასევე, პროტესტის შემსუბუქებას. ჩვენი წარმოდგენა ესეთია და მე როგორც ადამიანი და მეგობარი, პირველ რიგში, ამას ვისურვებდი", — თქვა დეკანოიძემ მთავარ არხთან.
დეკანოიძე, ასევე, აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს, თუმცა, რეალური ბძროლისთვის მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი.
"მე პირადად ძალიან მაწუხებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. არავითარ შემთხვევაში კონსერვაციისკენ არ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი, თუნდაც, ადამიანების ცნობიერებაში, პირიქით, მისი თავისუფლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მე, როგორც მის მეგობარს, როგორც მის თანამებრძოლეს, როგორც ადამიანს, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს მესამე პრეზიდენტს, ვისურვებდი, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს ისეთი, როგორც აუცილებელია და რეალურია მომავალი ბრძოლისთვის", — ამბობს ის.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან, 31-ე დღეა შიმშილობს. გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე, რადგან მას არ სურს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა. თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს ის სამოქალაქო კლინიკაში მოათავსოს და აცხადებს, რომ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დამხარება გაუწიონ. გარდა ამისა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს იღებს ყველა იმ სითხეს, პრეპარატსა და აბს, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები