McDonald’s მაკდრაივის თანამშრომლებს IBM-ის ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლებს
McDonald’s ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს. მსოფლიო სარესტორნო ქსელს სურს, რომ მაკდრაივზე მომუშვე პერსონალი სრულად ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლოს, ამისთვის კომპანია IBM-თან ითანამშრომლებს.
"ჩემს გონებაში IBM მაკდონალდსისთვის საუკეთესო პარტნიორია, მათ ხელოვნურ ინტელექტთან და ხმის ამომცნობ სისტემებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ" — განაცხადა McDonal’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Chris Kempczinski-მ CNBC-სთან საუბარში.
ეს ალბათ უკანასკნელი რამაა, რაც ჩვენ რეალურად გვჭირდება. მაკდრაივზე ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი სავარაუდოდ კომფორტული ნაკლებად იქნება, ამავდროულად, ამ პოზიციაზე მომუშავე პერსონალი მასიურად დაკარგავს სამუშაო ადგილს.
ადამიანების ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და ტრენდი საკმაოდ შემაშფოთებელია. უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩენის წინაშე დგება.
2019 წელს რესტორნების ქსელმა ტექნოლოგიური სტარტაპი Apprente შეიძინა და მას McD Tech Labs დაარქვა. IBM-თან პარტნიორობის ფარგლებში McD Tech Labs სწორედ მათ მფლობელობაში გადავა.
მაკდონალდსმა Apprente-ს მიერ შექმნილი ტექნოლოგია ჩიკაგოს რამდენიმე ფილიალში უკვე გამოსცადა.
McDonald’s-ის თქმით, სისტემას უკვე შეუძლია შეკვეთების 80%-ის მიღება და მათი 85%-იანი სიზუსტით შევსება.
კემპჩზინსკი აღნიშნავს, რომ თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები სისტემის განვითარების პროცესში. ეს მეტად უცნაურად ჟღერს, არამგონია ვინმეს იმ ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა სურდეს, რომელიც მის სამუშაო ადგილს დაიკავებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები