Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება
Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ დღეს, Facebook Connect კოონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას უკავშირდება.
ეს კარგად აღწერს ფეისბუქის ამბიციებს, კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი, ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან. ერთი შეხედვით მეტავერსი თითქოს ვირტუალური რეალობის (VR) გაუმჯობესებული ვერსიაა. თუმცა ეს ასე არ არის. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იცვლება გაფართოებული რეალობის შესაძლებლობებიც. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად შესაძლებელი ხდება ისეთი ციფრული სამყაროების შექმნა, სადაც ადამიანები "ცხოვრებას" შეძლებენ.
მარკ ცუკერბერგი თვლის, რომ ეს ადამიანებს შორის კომუნიკაციის ახალ საფეხურია.
თუ მეტავერსებზე მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ ჩვენი სტატია წაიკითხოთ.
"დღეს ჩვენ აღვიქმებით, როგორც კომპანია, რომელმაც სოციალური მედია შექმნა, თუმცა ჩვენი დნმ-ით ჩვენ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. მეტავერსი იქნება კავშირის ახალი საფეხური, ისეთივე როგორიც თავის დროს ფეისბუქი იყო" — განაცხადა მარკ ცუკერბერგმა
Facebook, რომელიც დღეიდან Meta იქნება, სავაჭრო დასახელებასაც იცვლის და FB-ს მაგივრად MVRS-ის სახელით წარსდგება სავაჭრო ბირჟებზე.
აღსანიშნია, რომ იცვლება მხოლოდ კომპანიის სახელი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი სახელს შეინარჩუნებს, ანუ Facebook-ის აპლიკაცია ისეთივე სახელით დარჩება, როგორც ახლაა.
Meta-ს გეგმების შესახებ შეგიძლიათ მათივე საიტის მეშვეობით გაიგოთ, Meta.com-ზე გადასვლის შემდეგ თქვენ Facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე მოხვდებით.
კომენტარები