Morgan Stanley-ის პროგნოზით, ილონ მასკი პირველი ტრილიონერი გახდება
საინვესტიციო ფირმა Morgan Stanley-ის პროგნოზით, ილონ მასკი შეიძლება გახდეს მსოფლიოში პირველი ტრილიონერი.
თუმცა, ეს არ მოხდება მისი უაღრესად წარმატებული ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს ხარჯზე. ამაში მთავარი "დამნაშავე" სავარაუდოდ მისი ახლადშექმნილი კოსმოსური კომპანია SpaceX იქნება, იუწყება The Guardian. ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ტესლას ქონება დაახლოებით 850 მილიარდი დოლარია, რაც თითქმის 30 ჯერ აღემატება SpaceX-ის 30 მილიარდ დოლარს.
როგორ ააფრინა მასკმა SpaceX
SpaceX დაარსდა 2002 წელს, დიდი ამბიციებით, გაეგზავნა რა ადამიანები მარსზე და შეემცირებინა კოსმოსური მოგზაურობის ღირებულება. ამბიციების ასასრულებლად მასკი თავიდან რუსული ბალისტიკური რაკეტებით დაინტერესდა. ეს ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, ხოლო რუს ჩინოვნიკებთან მუშაობა რთული გამოდგა.
"რუსეთში ჩემი მეორე ან მესამე მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, რომ რაკეტების პრობლემის გადასაჭრელად უკეთესი გზა უნდა მოენახა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე SpaceX-ის დაფუძნება", — ამბობს მასკი.
ამ დროს, NASA რუსულ კოსმოსურ ხომალდს "სოიუზს" იყენებდა და იხდიდა დაახლოებით 80 მილიონ დოლარს თითოეულ ფრენაში. თავიდან SpaceX-ს გაუჭირდა, Falcon-მა სამჯერ ვერ მიაღწია ორბიტას, მაგრამ იყო მეოთხე ცდა და ის წარმატებული აღმოჩნდა. ამით SpaceX-მა ახალი სიტყვა თქვა. სწორედ ამას მოჰყვა NASA-სა და SpaceX-ს შორის პარტნიორობა.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ SpaceX-თან, გადავცემთ რა ჩვენს ცოდნას ადამიანთა კოსმოსური ფრენის 60 წლის შესახებ და ვეხმარებით მათ განვითარებაში, როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკურად", — ამბობს ფილ მაკალისტერი, NASA-ს დირექტორი.
პარტნიორობამ შედეგი უკვე გამოიღო. გაფრენის ღირებულება, რომელიც თავდაპირველად 80 მილიონი დოლარი იყო სოიუზის კოსმოსურ ხომალდზე, ახლა დაახლოებით 58 მილიონი დოლარია.
სულ ახლახან SpaceX-მა ორბიტაზე თავისი პირველი მთლიანად სამოქალაქო ეკიპაჟი გაუშვა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები, რაზეც მასკი და მისი კომპანია ასე აქტიურად მუშაობენ.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი Morgan Stanley-ის მასკთან დაკავშირებით ამბიციური პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები